ლადო დვალიშვილმა "ოდენსეს" რიგებში გოლი გაიტანა

AutoSharing Option
დანიის ჩემპიონატი 19 ივლისს იწყება. ამჯერად, ქართველები ორ გუნდში ითამაშებენ - "ოდენსეს" რიგებში კვლავ ითამაშებს ლადო დვალიშვილი, ხოლო "ორჰუსში", რომელიც ელიტას დაუბრუნდა - მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე. რაც შეეხება "ორჰუსის" მესამე ქართველს, დავით დევდარიანს კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

"ოდენსემ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და დაბალი ლიგის "მარსტალს" შეხვდა. ელიტის გუნდმა 2:0 იმარჯვა. გამარჯვებულთა მეორე გოლი ლადო დვალიშვილის ანგარიშზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული