წყაროების მტკიცებით, ყველაფერი შეთანხმებულია - ხვალ შოთა ოფიციალურად გახდება იმ კლუბის თავკაცი, რომლის ლეგენდადაც ითვლება, ხოლო 3 ივლისს ის გუნდს ჰოლანდიურ შეკრებაზე წაიყვანს.
42 წლის არველაძე აქამდე "ალკმაარის" მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ კი თურქულ "ქაისერისა" და "ქასიმფაშას" წვრთნიდა. არველაძე 1993-97 წლების პერიოდში "ტრაბზონის" ფორვარდი იყო.