სავარაუდო ტრანსფერი: ალეკო ამისულაშვილი თურქეთში ბრუნდება

AutoSharing Option
თუ სასწაული არ მოხდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის მცველი ალეკო ამისულაშვილი თურქულ "ქარშიაკაში" გააგრძელებს კარიერას.

როგორც შევიტყვეთ, კონტრაქტის ყველა დეტალი მოგვარებულია და ფეხბურთელი დღეს, 3 ივლისს გაემგზავრება თურქეთში ხელშეკრულების გასაფორმებლად.

"ქარშიაკა" თურქეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდია. კლუბის ხელმძღვანელობას სუპერლიგაში აღზევება სურს. ამისულაშვილის გარდა, გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდება.

ცოტა ხნის წინათ გამოცდილი ცენტრალური მცველი ლამის გორის "დილაში" გადავიდა. მისი სამსახურით დაინტერესებული იყო თბილისის "დინამოც", თუმცა ამისულაშვილმა არჩევანი უცხოეთზე გააკეთა.

აქამდე მას თელავის "კახეთში", ქუთაისის "ტორპედოში", "სამტრედიაში", თბილისისა და კიევის
"დინამოში", "დნიპროში", "ტავრიაში", "შინიკში", ნალჩიკის "სპარტაკში", "ქაისერისფორში", "კრასნოდარში", "კრილია სოვეტოვსა" და ბაქოს "ინტერში" უთამაშია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მას 36 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფული ბაბა,გაიხადე კიკუუ:D:D:D
gori
04 ივლისი 2015 10:16
0
ფული ჯოჯოხეთს ანათებს.
ika
03 ივლისი 2015 15:21
0
შოთა არველაძეს არ გაუჩერდა თურქეთში და აწყენინა,ახლა კი დაბალ ლიგაში გადადის.ქეცბა 100%-იანი იყო მასთან ურთიერთობაში
vaxvax
03 ივლისი 2015 13:25
0
თურქეთის პირველ ლიგის გუნდში თამაშს არ ჯობდა საქართველოს ჩემპიონის გორის "დილაში" თამაში? ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას/შეიძლება უკეთეს კლუბს დაენახა მისი წარმატებული თამაში/ ამჯობინა თურქეთის დაბალ ლიგაში თამაში.ნაკრებიდანაც უნდა გამოუშვან თავისი უმადურობიდან გამომდინარე/ნორმალურ გუნდში მაინც გადასულიყო,გამართლება ექნებოდა/.
მერაბი
03 ივლისი 2015 13:24
0
ძალიან ცუდი! მხოლოდ ამის თქმა შეიძლება ამისულაშვილზე
svani_7
03 ივლისი 2015 12:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული