შოთა არველაძე: მე ფუტკარი ვარ და ყვავილები და სუფთა ჰაერი მიზიდავს

AutoSharing Option
თურქულ საფეხბურთო კლუბ "ტრაბზონში" მწვრთნელად დაბრუნებულმა შოთა არველაძემ, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად ჰოლანდიურ შეკრებაზე ევროთასებისთვის ემზადება, გაზეთ "კვირის პალიტრას" ინტერვიუ მისცა, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:


- შევეცდები, "ტრაბზონსფორში" ჩემმა ნაჩვენებმა შედეგებმა არ გაახუნოს ის სიყვარული და პატივისცემა, რასაც მე და აჩი ამ ქალაქში წლებია, ვგრძნობთ... აქ მუშაობაზე დათანხმება ყველაზე მეტად სწორედ ამ სიყვარულის გამო მიჭირდა.

მეც და ჩემმა ოჯახმაც კარგა ხანს ვიფიქრეთ, დავთანხმებულიყავი თუ არა, მაგრამ საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ არა გვაქვს იმის ფუფუნება, ასეთ
დიდ კლუბებს უარი ვუთხრათ.

- ანუ მაინც გარისკე და "ტრაბზონში" დაბრუნდი!
- გააჩნია, რას ეძახით რისკს: "ვერა-რეჩკა" უკვე ისე დიდდება, ყიფშიძეზე ყოფნაც კი რისკია... ასე რომ, ამ ყველაფერთან შედარებით, "ტრაბზონსფორის" ჩაბარება რისკი კი არა, შოკოლადია (იცინის)!

- თბილისში გასამართი სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე რას იტყვი?
- თბილისი ცხოველებით იყო სავსე, გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დარბოდა. ბევრისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ არ გამოვიყენეთ ვერტმფრენები და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ არსებობს რაღაცები, რაც არასდროს გაგიკეთებია და სანამ არ გააკეთებ, ვერ ისწავლი!

შესაძლოა, მელიქიშვილის ქუჩაზე მილი გასკდა, მაგრამ ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მთავრობა არ მუშაობს და არაფერი კეთდება?!

"გაჭედა" biletebi.ge-მ, ისევე, როგორც შეიძლება გაითიშოს წყალი ან ელექტროენერგია. სპორტის მინისტრის პირდაპირი ჩართვისას სამინისტროში ელექტროენერგია გაითიშა... საიტმა "გაჭედა", რადგან ერთბაშად იმდენი მსურველი მიაწყდა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთებზე არ ხდება ხოლმე მსგავსი ამბავი... ახლა უკვე იციან, როგორ უნდა მოიქცნენ და მსოფლიო თასის ბილეთებსაც გაყიდიან, მაგრამ იმ მომენტში ვერ გაუძლო საიტმა და გაიჭედა...

სხვათა შორის, ონლაინ-რეჟიმში რამდენიმე ათასი ბილეთი მაინც გაიყიდა, რადგან უცხოელებმა იციან, რომ 150 000-მა კაცმა საიტს ერთად არ უნდა "შეუტიოს".

- და ქართველებმა რა ვიცით?
- ყველაფრისგან აჟიოტაჟისა და სკანდალის შექმნა, ყურადღების მხოლოდ უარყოფითზე გამახვილება! საქართველოში ყველა საინფორმაციო გამოშვება აუცილებლად სიკვდილსა და პანაშვიდზე ლაპარაკით იწყება; აბა, იმას ხომ არ იტყვიან, რომ ვიღაცას ტყუპი შეეძინა, ბედნიერ დედას ხომ არ აჩვენებენ?!

მე კი აღარ მინდა, პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გაუთავებელ ლაპარაკს ვუსმინო. შეიძლება გაუთავებლად იმაზე ლაპარაკი, რომ მოვკ­ვდით, გავთავდით, უფსკრულში ვართ?! მართლა დავიღალე ამდენი პანაშვიდით და სულ იმის ძახილით, მოვკვდით და გავთავდითო... რატომ მოვკვდით?! არ მოდის ახალი თაობა? ხომ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები?

ბუზი სულ სიბინძურეს დაეძებს, ფუტკარი - ყვავილებსა და კეთილსურნელებას. მე ფუტკარი ვარ და ყვავილები და სუფთა ჰაერი მიზიდავს. მინდა, კარგი დავინახო, ბუზი კი წავიდეს და სიბინძურეში ჩაჯდეს!

(იხილეთ ინტერვიუ სრულად)

რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა"

მკითხველის კომენტარები / 6 /
Ramdenits Ar unda ixtunaot arveladzeebi magrebi arian,magram shotiko umagresi!
gaixaret!
07 ივლისი 2015 06:33
0
შოთას წარმატეტები!!!
თქვენ კი,ვინც ბოღმაზე სკდებით მისი წინსვლით,ცივი წყალი დალიეთ.
Zaza
06 ივლისი 2015 21:58
0
შოთას არაფერი აკადროს ვინმემ თორემ ჩემთან ექნება საქმე, იმიტომ რომ ჯიგარია ქართველი!
კაცი
06 ივლისი 2015 21:17
0
ნუ პროფესორობ რა! "უცხოელებმა იციან რომ 150 000-მა კაცმა საიტს ერთად არ უნდა შეუტიოს"! ამაზე დიდი სისულელე თვით დომენტისაც არ უთქვამს "ფუტკარო"! ან რა გახდა სულ ამ არველაძეებს რომ გამოაჭენებთ ხოლმე ყველგან და ყოველთვის??? წაიყვანოს მისი ძმები მოგვაცილოს აქედან შეჭამეს ქართული ფეხბურთი და კიდევ ვერ გაძღნენ!!!
revaz
06 ივლისი 2015 19:17
0
მაგარი კაცია, ვერაფერს იტყვი! ძმებიდან მარტო ეგ მევასება
gulshematkivari
06 ივლისი 2015 17:57
0
შოთა ნამდვილი და ღირსეული მამულიშვილია. მისი თამაში ხომ ყოველთვის მხიბლავდა, ახალა– მისი ნათქვამიც! ეძებეთ პოზიტივი, მიბაძეთ სასიქადულო ქართველს!
თამაზი
06 ივლისი 2015 16:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული