მათე ვაწაძე: 20 გოლი ამ სეზონშიც? გატანა ჩემი საქმეა [VIDEO]

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგაში მათე ვაწაძის და "ორჰუსის" დაბრუნება ტრიუმფული გამოდგა - პირველ ტურში "ორჰუსმა" 2:1 მოუგო "ბრონდბიუს", ხოლო ქართველმა ფორვარდმა, სანამ ადგილს თანამემამულე დავით სხირტლაძეს დაუთმობდა, ორი გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლის ეპიზოდში მათემ "ლივერპულიდან" სამშობლოში დაბრუნებულ დანიელ აგერს დაახვია თავბრუ.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ასეთი სათაურით გამოეხმაურა ამ მატჩს - "ვაწაძემ "ბრონდბიუ" ჩაძირა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშის შემდეგ I დივიზიონის ყოფილმა ბომბარდირმა (20 გოლით) ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ საიტს. შეგახსენებთ, რომ დანიურ სუპერლიგაში მათეს ანგარიშზე უკვე 4 გოლია.

- ყოველმხრივ კარგად
ვითამაშეთ, რაც დიდებულია, რადგან სასტარტო 3 ქულა ყოველთვის ბევრს ნიშნავს. მაგრამ მოდი, ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო მატჩში.

- აღწერეთ პირველი გოლი, როცა დანიელ აგერსა და ლუკას ჰრადეცკის აჯობეთ...
- დანი ოლსენის შორეული პასი დიდებული იყო. მე შანსი გამოვიყენე, აგერს საჰაერო დუელში ვაჯობე, ბურთი ჩამოვიღე და კარში დავარტყი. სხვათა შორის, სუპერლიგაში საშინაო მატჩში გოლი ჯერ არ გამეტანა. ეს იყო პირველი გოლი.

- "ბრონდბიუს" ფეხბურთელები ამტკიცებდნენ, რომ ბურთი ხელით გაისწორეთ...
- არა, ეს მხარი იყო.

- თქვენი თამაშით კმაყოფილი ხართ?
- ფორვარდი ვარ და გოლების გატანა მევალება. მინდა, ბიჭებსაც მადლობა გადავუხადო, ძალიან კარგად ითამაშეს. თუმცა ჩვენ შეცდომებიც დავუშვით, რაც უნდა გამოვასწოროთ. ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ უკეთ ვითამაშოთ.

- გასულ სეზონში 20 გოლი გაიტანეთ. ამდენსვე გეგმავთ?
- როგორც უკვე ვთქვი, გოლების გატანა ჩემი საქმეა. ამიტომაც თითოეულ თამაშში შევეცდები გოლების გატანას. დღეს ორი გავიტანე და ბედნიერი ვარ, მაგრამ არ უნდა დავივიწყო, რომ თანაგუნდელებსაც უნდა დავეხმარო გატანაში.

- რას იტყვით გუნდზე, არის მზად ჩემპიონატისთვის?
- "ორჰუსის" ახალი ბიჭები, ყველანი ძალიან ნიჭიერები არიან. მათ ჯერ კიდევ ვარჯიშებზე დაგვანახვეს, რომ ბოლომდე იხარჯებიან და ეს დღეს თამაშშიც ძალიან კარგად გამოჩნდა. მოხარული ვარ, რომ ისინი "ორჰუსს" შეემატნენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
"მათე გოლი" !!! კარგი ხარ, ასე გააგრძელე ! იმედია სანაკრებო მატჩებშიც ისახელებ თავს თუ დაგაყენებს ძირითადში პატივცემული კახა თავისი ბაჩანას ნაცვლად !!!
dave
09:50 21-07-2015
0
მათე ძმახარ, მიდი მიაწექიიი
ლევან
22:41 20-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული