
შეგახსენებთ, რომ 22 წლის მცველი მამუკა კობახიძე "რუბინში" 2014 წლიდანაა. ის, ძირითადად, სარეზერვო გუნდში თამაშობდა, თუმცა 4-ჯერ ძირითად გუნდშიც ითამაშა. საქართველოში კობახიძე "ზესტაფონსა" და "დილაში" თამაშობდა.
ლივაია ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდში გადადის იჯარით, ხოლო მამუკა კობახიძე, შესაძლოა, "მორდოვიაში" გადავიდეს იჯარის წესით. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის კარს საქართველოს ნაკრების გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი იცავს. ხოლო "რუბინში" საბა კვირკველია თამაშობს.