ლევანი ამ კლუბში 2007 წლიდან თამაშობს. გარკვეული ხნით, ის იტალიურ "პალერმოში" იყო განათხოვრებული.
როგორც მჭედლიძემ "ლელოსთან" ინტერვიუში ახლახან თქვა, თავის გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში გაახმიანებს. მან ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოს, რადგან ცნობილია, რომ გერმანული ვარიანტებიც აქვს:
"ჯერჯერობით, კონტრაქტს ხელს არ ვაწერ. ეს საკითხი, რომ იტყვიან, ჯერაც დაპაუზებულია. არის ვარიანტი როგორც იტალიაში, ისე მის გარეთ. გერმანულ ბუნდესლიგაშიც მიწვევენ და
მჭედლიძემ 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და კუნთის ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. ლევანის ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"