"ემ­პო­ლი" ლე­ვან მჭედ­ლი­ძეს ახალ კონ­ტ­რაქტს სთა­ვა­ზობს

AutoSharing Option
"გა­ძე­ტა დე­ლო სპორ­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­უ­რი "ემ­პო­ლი" ლე­ვან მჭედ­ლი­ძეს ახალ კონ­ტ­რაქტს სთა­ვა­ზობს. ტოს­კა­ნურ კლუბს სურს, რომ 25 წლის ფორ­ვარ­დ­მა "ემ­პო­ლის" ღირ­სე­ბა 2018 წლამ­დე და­იც­ვას.

ლე­ვა­ნი ამ კლუბ­ში 2007 წლი­დან თა­მა­შობს. გარ­კ­ვე­უ­ლი ხნით, ის იტა­ლი­ურ "პა­ლერ­მო­ში" იყო გა­ნათხოვ­რე­ბუ­ლი.

რო­გორც მჭედ­ლი­ძემ "ლე­ლოს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ახლახან თქვა, თა­ვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში გა­ახ­მი­ა­ნებს.  მან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნ­და აწონ-და­წო­ნოს, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ გერ­მა­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბიც აქვს:

"ჯერჯერობით, კონტრაქტს ხელს არ ვაწერ. ეს საკითხი, რომ იტყვიან, ჯერაც დაპაუზებულია. არის ვარიანტი როგორც იტალიაში, ისე მის გარეთ. გერმანულ ბუნდესლიგაშიც მიწვევენ და
წინადადებები სერია A-ს გუნდებიდანაც მივიღე. ვნახოთ, რა იქნება. გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებ". 

მჭედლიძემ 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და კუნთის ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. ლევანის ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული