"დუისბურგი" 5 ქულით ბოლო ადგილზეა, მაგრამ გუნდის თავკაც ჯინო ლეტიერის პროგრესის იმედი აქვს.
მისი თქმით, გუნდმა შესანიშნავად გამოიყენა სანაკრებო პაუზა, როცა ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა ("გლადბახთან" - 0:0 და "კიოლნთან" - 4:4).
"ვიქტორ ობინამ და გიორგი ჭანტურიამ მოუმატეს, მათი პროგრესი თვალსაჩინოა. ბოლო დღეებს ოქროს ფასი ჰქონდა ჩვენთვის", - განაცხადა მწვრთნელმა.
liga2.de-ს ცნობით, "დუისბურგი" ქართველ ცენტრალურ მცველ ლაშა დვალს მალე ჯოკერის როლში გამოიყენებს.