"დუისბურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭანტურიას პროგრესს უკვე ხედავს

AutoSharing Option
გიორგი ჭანტურიასა და ლაშა დვალის "დუისბურგი" 18 ოქტომბერს "ჰაიდენჰაიმს" ესტუმრება.

"დუისბურგი" 5 ქულით ბოლო ადგილზეა, მაგრამ გუნდის თავკაც ჯინო ლეტიერის პროგრესის იმედი აქვს.

მისი თქმით, გუნდმა შესანიშნავად გამოიყენა სანაკრებო პაუზა, როცა ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა ("გლადბახთან" - 0:0 და "კიოლნთან" - 4:4).

"ვიქტორ ობინამ და გიორგი ჭანტურიამ მოუმატეს, მათი პროგრესი თვალსაჩინოა. ბოლო დღეებს ოქროს ფასი ჰქონდა ჩვენთვის", - განაცხადა მწვრთნელმა.

liga2.de-ს ცნობით, "დუისბურგი" ქართველ ცენტრალურ მცველ ლაშა დვალს მალე ჯოკერის როლში გამოიყენებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული