ბეგლარიშვილს ტალინში დავუკავშირდით და პირველ რიგში, ჩემპიონობა მივულოცეთ...
- მადლობა მოლოცვისთვის. ჩემპიონობა ყოველთვის სასიამოვნოა. მთლიანობაში, ჩემთვისაც და "ფლორასთვისაც" მშვენიერი სეზონი გამოვიდა. განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ ბოლოს - ზედიზედ 11 მატჩი მოვიგეთ.
- გაიხსენეთ ბოლო მატჩი, "ინფონეტთან"...
- უკვე ვიცოდით ჩვენი კონკურენტის, "ლევადიას" თამაშის შედეგი. მათ ფრედ ითამაშეს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ჩემპიონები
- ჩვენი სუბიექტური აზრია, რომ დროა, ძალა ახალ, უფრო ძლიერ ჩემპიონატში მოსინჯოთ. "ფლორაში" დარჩენას აპირებთ?
- გეთანხმებით, ნამდვილად დროა და ეს ჩემი სურვილიცაა. არ დაგიმალავთ, არის გუნდი, რომელსაც უნდა ჩემი აყვანა. უბრალოდ, დეკემბრამდე ვერაფერს ვიტყვი. ორი თამაში დაგვრჩა ამ სეზონში. მერე ცოტას დავისვენებ და ზუსტად მეცოდინება, სად წავალ.
- იმის თქმა თუ მაინც შეიძლება, რომელი ქვეყნის გუნდია? ძლიერი კლუბია?
- მოდით, მოვიცადოთ დეკემბრამდე და ყველაფერს გაიგებთ. ერთს კი თამამად ვიტყვი - ძლიერი გუნდია. ჯერ ბოლომდე არ არის ყველაფერი გადაწყვეტილი, თუმცა ხელისშემშლელიც არაფერი ჩანს.
- "ფლორასთან" თქვენი კონტრაქტი სრულდება?
- არა, კონტრაქტი არ დასრულებულა, მაგრამ თავად "ფლორაა" დაინტერესებული, რომ უკეთეს გუნდში გადავიდე. ამაში ყველანაირად ხელს მიწყობენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"