გიორგი ჭანტურია და ლაშა დვალი "დუისბურგში" უმწვრთნელოდ დარჩნენ

AutoSharing Option
"დუისბურგში" მალე ახალი მწვრთნელი მივა. "ზებრების" ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა 48 წლის ჯინო ლეტიერი, ვისაც მიმდინარე სეზონში მეტისმეტად ცუდი შედეგები აქვს - მისი თავკაცობით, "დუისბურგი" ბოლო ადგილზეა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში.

სხვა საქმეა, რომ ლეტიერი ქართველი ფეხბურთელების, გიორგი ჭანტურიასა და ლაშა დვალის მიმართ კეთილგანწყობილი იყო. განსაკუთრებით, ეს ეხება ჭანტურიას, რომელმაც ამას წინათ, თავის სადებიუტო შეხვედრაში, "დუისბურგს" ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით მოაგებინა (ეს, ჯერჯერობით, ამ გუნდის ერთადერთი გამარჯვებაა) და ლეტიერი მაშინ პოსტიდან გათავისუფლებას გადაარჩინა.

თუმცა იტალიელი მწვრთნელი გუშინ მაინც უმუშევარი დარჩა...

ვინ ჩაიბარებს გუნდს?
ლაპარაკია ბულგარელ ილია გრუევზე. ის 46 წლისაა და 2000-04 წლებში სწორედ "დუისბურგში" თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული