ლუკა ჰუფნაგელი: ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი, ძალიან გამიხარდა...

AutoSharing Option
"ფრაიბურგის" ფეხბურთელი ლუკა ჰუფნაგელი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. დედით ქართველ და მამით გერმანელ ფეხბურთელს დღემდე მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. კახა ცხადაძემ კი მეორე ბუნდესლიგის "ფრაიბურგის" საყრდენ ნახევარმცველს ქვეყნის მთავარ გუნდში უხმო და, შესაძლოა, "ჯვაროსნების" ფორმით 11 ნოემბერს, ესტონეთთან ტალინში გასამართ ამხანაგურ მატჩში ვიხილოთ, ან თუნდაც 16 ნოემბერს, ალბანეთთან ასევე საგარეო სპარინგში...

Sportall.ge ლუკა ჰუფნაგელს გერმანიაში დაუკავშირდა. ლუკას მივულოცეთ ეროვნულ გუნდში გამოძახება და კომენტარი ვთხოვეთ.

- კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში გიხმო. რამდენად ელოდი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას?
- ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, ეროვნულ
ნაკრებში მიწვევდნენ. სიმართლეს გეტყვით, არ ველოდი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლა ჩემთვის განსაკუთრებული იქნება.

- "ლელოსთან" საუბრისას დედაშენმა პასპორტის პრობლემა ახსენა. რას გვეტყვი ამაზე? რამდენად რთულად დგას საკითხი?
- მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, მაგრამ დედით ქართველი ვარ და ეს საკითხი მარტივად მოგვარებადია.

- "ფრაიბურგში" ბევრ ქართველს უთამაშია, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს...

- ჩემთვის ქართველის ბუნდესლიგაში ხილვა ყოველთვის სასიხარულო იყო. სწორედ ამიტომ მომწონდა ყოველთვის "ფრაიბურგი", რომ ბევრი ქართველი თამაშობდა.

- 13 ტურის შემდეგ ლიდერ "ლაიფციგს" 1 ქულით ჩამორჩებით. რამდენად შეაფასებ თქვენი გუნდის შანსებს ბუნდესლიგაში გადასასვლელად?
- მეორე ბუნდესლიგაში მარტივი არაფერია. კარგი გუნდი გვყავს და ვეცდებით, შემდეგი სეზონი ბუნდესლიგაში გავატაროთ, თუმცა ამის გაკეთება ძალზედ რთული იქნება.

ესაუბრა ედო ბადალაშვილი
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძირითადის ფეხბბურთელია ფრიბურგში თუ პაპუნაშვილივით მოედანი არ აქ ნანახი ?
0
ძირითდია და ძალიან პერსპექტიული, სიმბოლურებშიც ხვდება
ikass
12:11 07-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული