შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ქართველი ფეხბურთელი "კარპატის" ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
შეხვედრის 93-ე წუთზე მსაჯთან კამათის გამო სკამზე მჯდომმა დაუშვილმა წითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად მომდევნო ორ შეხვედრაში თამაშის უფლებას უკრძალავს.
თუმცა, შესაძლოა, ქართველ ფეხბურთელს უფრო დიდი სასჯელიც დაეკისროს. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სადისციპლინო კომიტეტი მიიღებს.
როგორც უკრაინული პრესა წერს, სადისციპლინო კომიტეტი მკაცრ ზომებს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვილისთვის 2015 წლის საფეხბურთო სეზონი ნაადრევად დასრულდა.