ლაპარაკია იმაზეც, რომ ზამთარში ჩვენებური ბელგიურ კლუბს დატოვებს. რა ხდება რეალურად? ამის გასარკვევად, ოქრიაშვილის მენეჯერ მამუკა ამიროვს დავუკავშირდით...
- ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების
- ოქრიაშვილი დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა. ამიტომ, მისი პერსონის მიმართ ბელგიური და ქართული მედიის ინტერესიც შემთხვევითი არ არის და ეს კარგად მესმის.
- გამოცემა Voetbalnieuws-ის ცნობით, იანვარში "გენკი" დიდ წმენდას გეგმავს და ეს ოქრიაშვილსაც შეეხება. იყო ასეთი ინფორმაციაც, თითქოს "გენკის" სპორტული დირექტორი ფეხბურთელსა და მის მენეჯერს, ანუ თქვენ შეგხვდებათ და კლუბიდან მისი გაშვების ამბავს გაცნობებთ...
- ოქრიაშვილი იანვარში რომ გუნდს დატოვებს, ეს მეც შემიძლია დაგიდასტუროთ. მაგრამ ტყუილია, თითქოს მას "გენკიდან" უშვებენ, არა - ეს თავად თორნიკეს სურვილია. მას "გენკში" დარჩენა აღარ უნდა. დიდი ალბათობაა, რომ სხვა გუნდში ახალ წლამდეც კი გადავიდეს.
- ანუ, შესაძლოა, "გენკის" ვარჯიში მართლაც უკმაყოფილების გამო გააცდინა?
- არა, ეს ტყუილია. თორნიკე ნამდვილად გაციებული იყო და ვერ ივარჯიშებდა. საერთოდ, რომ იცოდეთ, მასზე გავრცელებული ხმების საკმაოდ დიდი ნაწილი ჭორია. ავადმყოფობის გამო სამსახური არ გაგიცდენიათ? მე ის მიკვირს, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტები სასკანდალო რატომ ხდება? გუშინ ჩვეულებრივად ივარჯიშა...
- Voetbalnieuws იმასაც წერს, ქართველი "გენკს" 1,8 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ ძალიან ცოტა საინტერესო რამ შემოგვთავაზაო...
- კიდევ ერთხელ ვამბობ: გუნდიდან წასვლა თავად თორნიკეს სურვილია. ის უკმაყოფილოა მწვრთნელის დამოკიდებულებით, რადგან ძირითადში არ ათამაშებს. არადა, ის რომ სასარგებლო მოთამაშეა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უნდობლობას კი ნებისმიერი მოთამაშე გაურბის.
თორნიკე არც უთავმოყვარეო ფეხბურთელია, მხოლოდ ხელფასის აღებით რომ დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, ის სათამაშო პოზიციითაც უკმაყოფილოა. მას "გენკში" სულ ფლანგზე ათამაშებენ, არადა, ცენტრში გაცილებით სასარგებლოა. მერე უკვირთ, ორზე მეტი გოლი რომ ვერ გაიტანაო?!
- "გენკის" შემდეგ რომელ გუნდში შეიძლება ვიხილოთ?
- შესაძლოა, უკეთეს ჩემპიონატში და, შესაბამისად, უკეთეს გუნდშიც გადავიდეს. რამდენიმე წინადადება აქვს და დიდი ალბათობით, ევროპაში დარჩება. მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას. მხოლოდ ერთი მათგანი შემიძლია გაგიმხილოთ - "ვერდერი" ისევ არის დაინტერესებული. მაგრამ ეს 100-პროცენტიანი ვარიანტი არ არის, გერმანულ კლუბთან მოლაპარაკება გრძელდება და ვმუშაობთ...
რეალურია მეორე ვარიანტიც და შესაძლოა, ბელგიის სხვა გუნდში გადავიდეს... მთავარია მაინც არა ლიგა და გუნდის სახელი, არამედ, თავად თორნიკეს სურვილი - წავიდეს იქ, სადაც მწვრთნელი იქნება მისი მისვლით დაინტერესებული, ნდობას გამოუცხადებს და მისთვის ჩვეულ პოზიციაზე ათამაშებს...
ძალიან გაბუქებულია, თითქოს თორნიკე რეჟიმის დამრღვევია. დამიჯერეთ, ბოლო ერთი წელიწადია, ის ძალიან შეიცვალა. იცოდით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონასტერში ცხოვრობდა?.. მან ვარჯიშებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა და ნამდვილ პროფესიონალად ყალიბდება, უფრო გულიანადაც ვარჯიშობს... ეს მე ძალიან მახარებს.
ბელგიაში პირველი წრის დასრულებამდე ცოტაღა დარჩა. 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ოქრიაშვილი სხვა გუნდში წავა და მჯერა, მერე ყველა სულ სხვა თორნიკეს ნახავთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საეჭვოა ამისაგან რაიმე დადგეს...