"ჯერ მხოლოდ თვეებია გასული, რაც ლაშა დვალს დიდი ვარსკვლავების წინააღმდეგ უწევდა თამაში, როგორებიც მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი არიან. ახლა მას "ზანდჰაუზენისა" და "ფრანკფურტის" ფორვარდების წინააღმდეგაც არ უწევს თამაში. ცენტრალური მცველი ჯერ კიდევ არ არის სათანადო კონდიციაში, რომ ითამაშოს", - წერს საიტი.
"ქართველ მესიდ წოდებულ გიორგი ჭანტურიას ჯერ არ მოუტანია სათანადო სარგებელი ბოლოადგილოსანი "დუისბურგისთვის". შემტევი
derwesten.de გრუევის გამონათქვამიდან ასკვნის, რომ გიორგის მომდევნო ტურში, "ბოხუმის" წინააღმდეგ ისევ მიეცემა თამაშის საშუალება. აი, დვალი კი ამ შანსისგან ჯერ შორსაა. გერმანელთა დასკვნით, ლაშა საკმაო ხანია, უკვე "დუისბურგშია", თუმცა სათანადო კუნთოვანი მასა ჯერ ვერ დაიყენა, რომ მეორე ბუნდესლიგაში უპრობლემოდ ითამაშოს.
თუმცა გრუევს ეჭვიც კი არ ეპარება დვალის შესაძლებლობებში: "მას დიდი პოტენციალი აქვს, ეს ცხადზე ცხადია".