ოფიციალურად: ლაშა დვალი "დუისბურგის" ფეხბურთელი აღარ არის

AutoSharing Option
II ბუნდესლიგის აუტსაიდერი "დუისბურგის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბმა გაწყვიტა მოქმედი ხელშეკრულება მცველ ლაშა დვალთან:

"ლაშამ გვთხოვა, რომ საქართველოში, ოჯახში დაბრუნების უფლება მიგვეცა", - განაცხადა "დუისბურგის" სპორტულმა დირექტორმა ივო გრლიჩმა.

დვალი სექტემბრის დასაწყისიდან იყო გერმანულ გუნდში: "ლაშა ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ ის უფრო მეტს მიაღწევდა და მეტად მოინდომებდა, რომ შემადგენლობაში მოხვედრისთვის ებრძოლა.

მან სათანადო სათამაშო ფორმას ვერ მიაღწია. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ფაქტს, როგორც არის", - აცხადებს გრლიჩი.

დვალმა "დუისბურგის" შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა "ბრაუნშვაიგთან" 0:5
წაგებულ შეხვედრაში. შეგახსენებთ, რომ "დუისბურგში" კიდევ ერთი ქართველი თამაშობს - გიორგი ჭანტურია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართული სიზარმაცის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.
Raul
10:29 22-12-2015
0
წამოდი სადმე ქართულ კლუბში!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული