პოლონურმა "იაგელონიამ" ორი ქართველი შეიმატა. ამ გუნდის ღირსებას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ორი ფეხბურთელი დაიცავს - მეკარე ლუკა გუგეშაშვილი და ცენტრალური მცველი, ნაკრების კაპიტანი - ლუკა ასათიანი. ამ სავარაუდო ტრანსფერებზე "ლელო" უკვე წერდა, ახლა კი გარიგება ოფიციალურად განხორციელდა.
რა თქმა უნდა, პოლონეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის (ექსტრაკლასა) გუნდში ორი ახალგაზრდა ქართველის გადასვლა საშური საქმეა.
ასათიანი და გუგეშაშვილი წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებში, რომელმაც წარმატებით დაძლია
გუგეშაშვილი ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ასათიანი კი 35-ე საფეხბურთო სკოლის ღირსებას იცავდა.
"იაგელონია" კი, მოგეხსენებათ, ქართველებისათვის უცხო გუნდი არ არის. სხვადასხვა დროს ამ კლუბში გიორგი ფოფხაძე, ნიკა ძალამიძე და მერაბ გიგაური თამაშობდნენ.
ამ დროისთვის, "იაგელონია" პოლონეთის ჩემპიონატში მერვე ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელია მიხაილ პრობიერჟი. გუნდს ჰყავს ლეგიონერები პოსტსაბჭოთა სივრციდან - ლიტვიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან.
პოლონეთის წინა ჩემპიონატი გუნდმა მე-3 ადგილზე დაასრულა, მიმდინარე პირველობაზე კი ჯერჯერობით მე-8 პოზიციაზეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"