ლუკა გუგეშაშვილი: "იაგელონიას" ძირითადში მოსახვედრად უნდა ვიბრძოლო

AutoSharing Option
პოლონურმა "იაგელონიამ" ორი ქართველი შეიმატა. ამ გუნდის ღირსებას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ორი ფეხბურთელი დაიცავს - მეკარე ლუკა გუგეშაშვილი და ცენტრალური მცველი, ნაკრების კაპიტანი - ლუკა ასათიანი.

ლუკა გუგეშაშვილს ინტერვიუ ვთხოვეთ:

- ლუკა, გილოცავთ ახალ გუნდში გადასვლას!..
- დიდი მადლობა. ყველანაირად ვეცდები, კლუბის ხელმძღვანელობისა და ქართველი თუ პოლონელი გულშემატკივრების ნდობა გავამართლო.

- კონტრაქტი უკვე გააფორმეთ?
- დიახ, "იაგელონიასთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე.

- დუბლებში ითამაშებთ თუ ძირითად გუნდში?
- თავიდან მეორე მეკარე უნდა ვყოფილიყავი,
მაგრამ ვარჯიშებზე მწვრთნელს მოვეწონე და... ვნახოთ... ძირითადში მოსახვედრად უნდა ვიბრძოლო - მე ამ ამოცანით მივდივარ "იაგელონიაში".

- რა სიტუაცია დაგხვდათ ადგილზე? როგორი გუნდია "იაგელონია"?
- ძალიან კარგი, იქ სუფთა ევროპული გარემოა. ბაზა, სტადიონი, პირობები... ყველაფერი შესანიშნავია. ყველანაირი პირობაა პროგრესისთვის.

- კლუბის ხელმძღვანელობას თუ ესაუბრეთ?
- კი, ვისაუბრეთ. მთავარი მწვრთნელი ძალიან დადებითადაა განწყობილი.

- პოლონეთში როდის მიდიხართ?
- 10 იანვარს.

- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ვერ დაეხმარებით?
- სამწუხაროდ, ვერა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკაცრავად მაგრამ (ბევრ ქართველ ფეხბურთელთან ერთად)თქვენ არ ამტკიცებდით ევროპულ კლუბებში მოწყობა შეუძლებელია ქართველებისთვისო მითუმეტეს არასრულწლოვანებისთვისო?! ვერ გევიგე სიმონ პოლონეთი ევროპა აღარ არის თუ ეს ბიჭია ფრანგი? :-)))
kiravakanski
18:11 05-01-2016
0
მისალოცია ჩემო ბატონო ეს ამბავი???
-ასე მგონია არ ვიცით რა არის მისალოცი და რა არა! საცოდავი ჩვენი თავი, ნიჭიერ შვილებს ვკარგავთ და გვიხარია!
shoda
17:51 05-01-2016
0

სიახლეები პოპულარული