უცნობი ქართველები: "ჰამბურგის" გოლიათი ქართველი "ზანკტ პაულიში" ითამაშებს

AutoSharing Option
კიდევ ერთი საინტერესო ამბავი: სექტემბერში ვწერდით, რომ გერმანიაში ძალიან საინტერესო უცნობი ქართველი აღმოვაჩინეთ - ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ტიტულოვანი და პოპულარული კლუბ "ჰამბურგის" დუბლების წევრი ნიკა ფურცელაძეა.

ახლა შევიტყვეთ, რომ 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი მეორე ბუნდესლიგის მეოთხეადგილოსან ჰამბურგის "ზანკტ პაულიში" ჩაირიცხა.

"ახალ კლუბთან კონტრატქი 2019 წლამდე გავაფორმე. აქაც ახალგაზრდებში ვითამაშებ. ეს გუნდიც იმავე ლიგაშია, სადაც მანამდე ვიყავი, მაგრამ აქ მთავარი გუნდის მწვრთნელი გვაკვირდება და მეტ პერსპექტივას ვხედავ.

გუშინ პირველი ამხანაგური თამაშიც ჩავატარე. მწვრთნელიც
ძალიან კმაყოფილია და მეც გახარებული ვარ. მერე დარბაზში მინი-ფეხბურთის ტურნირი ჩავატარეთ და ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ ვითამაშე. "ზანკტ პაული" მე-3 ადგილზე გავიდა, მე კი 6 გოლი გავიტანე", - გვითხრა ფურცელაძემ.

ფურცელაძე სიმაღლით 199 სმ-ია. მისი ოჯახი გერმანიაში 1999 წელს დასახლდა, გერმანიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის საფეხბურთო სისტემის აღზრდილია. 2 წელი (2010-11) "ბერგედორფში" თამაშობდა და ამ გუნდის კაპიტანიც გახლდათ. 2012 წელს ჰამბურგის რეგიონის საუკეთესო ახალგაზრდები დაასახელეს და ფურცელაძე მე-3 ადგილზე აღმოჩნდა.

იყო შემთხვევა, როცა საერთაშორისო ტურნირზე "ბერგედორფი" "ჰამბურგის" ასაკობრივ გუნდს შეხვდა და ფურცელაძემ ჰამბურგელებს 3 გოლი გაუტანა. მეტოქე გუნდის ხელმძღვანელობა მისით დაინტერესდა, გასინჯეს და 18-წლამდელების გუნდში აიყვანეს, რომლის რიგებშიც ჩრდილოეთ გერმანიის ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის, ერთ წელიწადში კაპიტანიც გახდა. "ჰამბურგი" იყო ფურცელაძის პირველი პროფესიული კლუბი - 2013 წელს დუბლებში გადაიყვანეს და დეკემბრამდე იქ თამაშობდა.

2010 წელს ნიკა კობა ჟორჟიკაშვილმა 17-წლამდელების შეკრებაზე მიიწვია, სადაც ბაჩანა არაბული და ლუკას ჰუფნაგელიც იყვნენ. მერე 19-წლამდელთა ნაკრებში "გაგრასთან" საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა. 2013 წელს მისით გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობაც დაინტერესდა და შეკრებაზე გამოიძახეს, მაგრამ ჯვარედინი იოგები გაუწყდა, ოპერაცია გაიკეთა და ცხადია, გერმანიის ნაკრებში ვარჯიში არ დასცალდა...

თუმცა ის საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობს და როგორც გვითხრა, ეს ამბავი დიდად არც განუცდია - არ მავიწყდება, ქართველი რომ ვარო. ეგ არის, მისით საქართველოში არ ინტერესდებიან და ცოტა არ იყოს და უკვირს. იმედია, საბოლოოდ, ამ ბიჭს არ დავკარგავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა გულიანად და სიყვარულით იღიმება.გაიხარე და გაგვახარე ქართველო!!!
წარმატებები!!!
15:53 19-01-2016
0
Ver vxvdebi dublenshi rom tamashobs magitom unda miviwviot malrenshi? Patara rom iyos kidev ipiqrebdi, magr 21 wlis aris....principshi yvela masra Saq-nakrebshi da aman raga daashava.
Fsiuuuu
15:50 19-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული