ლაშა დვალი: "შლიონსკში" ძალიან კარგად მიმიღეს

AutoSharing Option
ფოტო: ლაშა დვალი "შლიონსკის" ვარჯიშზე
20 წლის ლაშა დვალი კარიერას პოლონურ "შლიონსკში" რომ გააგრძელებს, ეს ჩვენი გაზეთის მკითხველმა უკვე იცის. დვალი ამ კლუბში გერმანული "დუისბურგიდან" გადავიდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა აკლდა.

იმედია, პოლონურ გუნდში სხვანაირად იქნება საქმე. დვალი ქართული ფეხბურთის მომავალია. მან დამაჯერებლად შეაღო ეროვნული გუნდის კარი და ფაქტია, ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავალი მისი და მისი თაობის გამოსაჭედია.

"ლელო" დვალს პოლონეთში დაუკავშირდა:

"როგორც იცით, კლუბთან კონტრაქტს უკვე მოვაწერე ხელი. შეკრება ვროცლავთან ახლოს, მთიან ადგილას გვექნება. ჩვენი მოსამზადებელი ციკლი ერთკვირიანია.

რაც შეეხება
გარემოს, ძალიან კარგი, თბილი ატმოსფეროა. კარგად დამხვდნენ მწვრთნელი და მთელი სტაფი...

"შლიონსკის" ამოცანა საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრაა. კონტრაქტში იყო შესატანი რაღაც შესწორებები და შევიტანეთ. ხელშეკრულება გაფორმებულია 2,5 წლით.

ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბესო აბაშიძესა და კოტე ჩოკორაიას. მე მათ ვაჩვენე ხელშეკრულება და ყველაფერი მოგვარდა. ისინი აგენტები არ არიან, მეგობრულად დამიდგნენ გვერდში, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერი ვარ", - გვითხრა დვალმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული