ჭანტურიას გზა - ცნობილია ბუნდესლიგის 2 გუნდი, რომლებსაც გიორგი სურთ

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევ გიორგი ჭანტურიას გადაბირება ბუნდესლიგის კლუბებს სურთ. იმ მომენტისთვის ზუსტად არ ვიცოდით მისი სამსახურის მსურველი გუნდების ვინაობა.

ახლა კი დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ - ჭანტურიასთან თანამშრომლობა "ვერდერსა" და "კიოლნს" სურთ. ინტერესი ძალიან რეალურია და ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჭანტურია გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის, "დუისბურგის" ღირსებას იცავს. მართალია, "ზებრები" ვერ გამოირჩევიან შემტევი და შედეგიანი ფეხბურთით, მაგრამ ჭანტურიამ ამგვარი სპეციფიკის გუნდსაც თანდათან ალღო აუღო.

თუნდაც, ორიოდე დღის წინანდელი მატჩი
ავიღოთ - ვინც "ფრანკფურტთან" შეხვედრაში ჭანტურიას თამაშს თვალი ადევნა, დაგვეთანხმება, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. საქმე მხოლოდ საგოლე პასში როდია?! გერმანული კლუბის ქართველი ლეგიონერი ძალიან მწვავედ მოქმედებდა, აქტიური იყო, ბურთთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა... ამიტომაც დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ქართველი ფეხბურთელით ბუნდესლიგის ისეთი ტრადიციული კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც არიან "ვერდერი" და "კიოლნი". ამ მომენტში ცხრილში "კიოლნი" უფრო წინაა. "თხებს" 30 ქულით მეათე ადგილი უჭირავთ.

არც "ვერდერის" შედეგებია გადასარევი - "მუსიკოსები" 24 ქულით მე-15 ადგილზე არიან (აღსანიშნავია ბრემენელთა ბოლო გამარჯვება ლევერკუზენში - 4:1), მაგრამ, როგორც უნდა იყოს, რომელი ჭკუათმყოფელი დაიწუნებს იმ პერსპექტივას, რაც ჭანტურიას წინაშე იშლება?

იმ შემთხვევაში, თუ "ვერდერში" ჭანტურიას ტრანსფერი შედგა, ბრემენულ კრებულს უკვე ორი ქართველი ეყოლება: იქ ხომ ახლა კიდევ ერთი ახალგაზრდა შემტევი - გიორგი პაპუნაშვილი ირიცხება. მართალია, ექსდინამოელი დღესდღეობით "ვერდერის" მეორე გუნდში თამაშობს, მაგრამ ეს გზაც გასავლელია და თუ თავს გამოიჩენ, რაღა დაუდგება წინ მთავარ შემადგენლობაში გადასვლას?

"ვერდერზე" ვთქვით და, ქართველთათვის უცხო არც "კიოლნია". თავის დროზე იქ რევაზ და არჩილ არველაძეებს გაუგორებიათ ბურთი.

რაც შეეხება ჭანტურიას, "დუისბურგის" გარდა, მას სხვადასხვა დროს "ვიტესში", "ალანიაში", "ვერონასა" და "კლუჟში" უთამაშია. საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში კი 2 გოლი აქვს გატანილი.

იყო დრო, გერმანულ ბუნდესლიგაში ქართველები ომახიან სიტყვას ამბობდნენ. ვინ იცის, იქნებ ის დრო კიდევ დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, ისღა დაგვრჩენია, სეზონის დასრულებას დაველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
მიდი გიო, მიდი ნიჭს გამოყენება უნდა, ამისთვის არც თუ ბევრი დრო აქვს ფეხბურთელს.
gizog
06 მარტი 2016 15:36
0
ჭანტურიას ყველა იმედის თვალით უყურებს და გულშემატკივრობს, და ყველას გული გვწყდება როცა მას თამაში არ მისდის და პირიქით როცა ათამაშდება ყველას გვიხარია. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემი აზრით ჯობია დუისბურგში დარჩეს, მესამე ლიგაში გადავიდეს მაგრამ ითამაშიოს და იქ დაამტკიცოს რომ შეუძლია გახდეს გუნდის ერთერთი ლიდერი და რომ შეუძლია სტაბილურად თამაში.
vato
05 მარტი 2016 01:12
0
ახ ხეორხიანო ერთი სადმე ვალენსიაში ან სევილიაში აგორებდე ბურთს... ნეტა წახვიდოდე იტალიაში ან ესპანეთში, თუნდაც მეორე ლიგაში. რა გინდა შენ გერმანელების ხელში..
Diego
04 მარტი 2016 21:17
0
ალეკო სულ ვაკვირდები შენს სტატიებს და მართლა კაი ჟურნალისტი ხარ, პროსტა ეს ჭანტურიას პიარი ძალიან გარცხვენს და იქნებ დაფიქრდე ვის აპიარებ? ვინ ბუნდესლიგა, რა ფეხბურთი გიორგი ჭანტურიაზე როგორ წერ საერთოდ სტატიას, დროს რაზე კარგავ ეგარი კრიტიკა ჯიგარო ეგ კრიტიკა კიარა გალაანძღვა და შეურაწყოფაა ადამიანის თავაზიან კრიტიკოს ვეხმაურები.
qutaiseli
04 მარტი 2016 21:14
0
და ვინ გითხრათ რომ ეს ვარიანტები აქვს? თვითონ?
odala
04 მარტი 2016 19:58
0
ჭანტურიამ ფეხბურთის თამაში არ იცის!! იცის ბურთის გორაობა და უაზრო ფინტების გამო რომელსაც არანაირი გამწვავება არ მოჰყვება არცერთი ნორმალური გუნდი არ აიყვანს(ყიდვაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი)! ღმერთმა ქნას ვცდებოდე და კაკაურიძე მართალი იყოს მაგრამ... მახსოვს ზაფხულს მისი სტატიები ჭანტურიაზე .................
G7
04 მარტი 2016 18:47
0
ბოღმა არაფერ შუაშია ჭანტურია ნამდვილად იმსახურებს ჯანსაღ კრიტიკას იმის გამო რომ თავის ნიჭის ფლანგავს.
kaxa
04 მარტი 2016 16:37
0
ტექნიკა რომ აქვს ყველამ ვიცით,მაგრამ სხვა კომპონენტები დასახვეწი აქვს. შავი სამუშაოც უნდა შეასრულოს როცა გუნდს ჭირდება
malxazi
04 მარტი 2016 13:49
0
არ დაიღალეთ ამდენი ოქრიაშვილებით და ჭანტურიებით? ამათი ფეხბურთი არ გაიშვა არსად...
FSG
04 მარტი 2016 13:14
0
მიდი დაადუმე სკეპტიკოსები.
Gio
04 მარტი 2016 13:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული