ჯიმი ტაბიძემ ბელგიური "გენტის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა

AutoSharing Option
შარშანდელი ზაფხულიდან ჯიმი ტაბიძე "გენტის" დუბლებში თამაშობს. 19 წლის მცველმა გასულ უქმეებზე პირველი ბელგიური გოლიც გაიტანა.

"გენტის" დუბლებმა შინ "შარლერუას" უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 4:1.

ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა, დაცვაშიც საიმედო იყო და მეტოქის კარის ბადე თავური დარტყმითაც შეარხია.

18 მარტს ტაბიძეს 20 წელი უსრულდება. უახლოეს დღეებში ის სამშობლოში ჩამოვა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად სან მარინოსთან 23 მარტის შესარჩევი მატჩისთვის მოემზადება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული