რუსეთის პრემიერლიგის XXIX ტურში პერმის "ამკარმა" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "უფას". ერთადერთი გოლი ჯარიმიდან გიორგი ჯიქიამ შეაგდო, ვინც 90 წუთი ითამაშა. სტუმართა კარში გიორგი შელია იდგა.
მოსკოვის "სპარტაკმა" გროზნოს "ტერეკს" უმასპინძლა და 3:0 მოუგო. მეორე გოლი პარაგვაელმა მელგარეხომ გაიტანა ჯანო ანანიძის (სრულად ითამაშა) პასით.
"როსტოვმა" შინ 1:0 მოუგო "ურალს". მასპინძელთა შორის ნიკა კაჭარავა სათადარიგო იყო.
* * *
ბელორუსის ჩემპიონატში "მინსკი" შინ დაუზავდა "ჟოდინოს" - 0:0. ვაკო გვილიამ მასპინძელთა შემადგენლობაში 90 * * *
დანიის რანგით მეორე ლიგაში "სილკებორგმა" გასვლაზე 4:1 მოუგო "ფრედერისიას". გამარჯვებულთა რიგებში 55 წუთი ითამაშა დავით სხირტლაძემ.* * *
ესტონეთის ჩემპიონატში ტალინის "ფლორამ" შინ ვერ მოუგო "ტამეკა ტარტუს" - 0:0. "ფლორას" რიგებში 64-ე წუთზე გამოჩნდა ზაქარია ბეგლარიშვილი.* * *
ნორვეგიის ჩემპიონატში "სტაბეკმა" სტუმრად 0:1 წააგო "ბრანთან". დამარცხებულთა შორის გიორგი გოროზია სათადარიგო იყო.