"რეიმსი" ჯაბა კანკავას ყიდის და ალმათის "ქაირათი" ყიდულობს?

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ ჯაბა კანკავას შეძენით ალმათის "ქაირათია" დაინტერესებული, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, მაგრამ ცოტა რთული წარმოსადგენია, ეს ტრანსფერი შედგეს, რადგან საქართველოს ნაკრების კაპიტანს გაცილებით ძლიერ გუნდში თამაშის ამბიცია უნდა ჰქონდეს.

ფრანგული "რეიმსის" პრეზიდენტმა ჟან-პიერ კაიომ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზაფხულში "რეიმსი", რომელიც ლიგა 2-ში გავარდა, აუცილებლად გაყიდის საქართველოს ნაკრების 30 წლის კაპიტანს:

"დიახ, გადაწყვეტილია, რომ ჯაბა კანკავას გავყიდით. ეს იძულებითი ნაბიჯია", - თქვა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ კანკავა "რეიმსში" უკრაინული "დნიპროდან" მივიდა. უკრაინულ კლუბთან ერთად მან შარშან ევროპალიგის ფინალურ
შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
არ გაბედო მანდ გადასვლა ფულის გამო!!!!!!
svani
24 მაისი 2016 11:01
0
რა ქაირათი ღადაობენ? საფრანგეთის ნებისმიერ ბოლო ათ ადგილოსან გუნდში უპრობლემოდ ითამაშებს,ყოველშემთხვევაში მენანება ყაზახეთისათვის ეს ბიჭი!
tornike gugeshashvili
24 მაისი 2016 10:41
0
მე, ამ ფეხბურთელის თამაში ვერ ვნახე.
არა სერიოზულია
24 მაისი 2016 10:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული