მამუკა კობახიძემ კარიერა, შესაძლოა, "ნეფტეხიმიკში" გააგრძელოს

AutoSharing Option
როგორც რუსული Sportbox.ru იტყობინება, ყაზანის "რუბინის" მცველმა მამუკა კობახიძემ კარიერა, შესაძლოა, "ნეფტეხიმიკში" გააგრძელოს.

წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად, ქართველი მცველი ამ კლუბში ვარჯიშობს, თუმცა დაიტოვებს თუ არა ხელმძღვანელობა მას, უახლოეს დღეებში გადაწყდება.

აქვე გეტყვით, რომ "ნეფტეხიმიკი", რომელიც რუსეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში თამაშობდა, წელს პირველ დივიზიონში იასპარეზებს. თავის დროზე, ამ კლუბის ღირსებას გიორგი ჯანელიძე და საბა კვირკველია იცავდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული