[ექსკლუზივი] ევროპულ გუნდში მივდივარ - გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარს" ტოვებს!

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ამ ზაფხულს უკრაინულ კლუბს დატოვებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-ს თავად უთხრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიურ შეკრებაზე წასულმა "შახტარმა" ქართველი ფეხბურთელი თან არ წაიყვანა. როგორც არაბიძემ გვითხრა, ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ის კლუბს ტოვებს. თუ რომელ კლუბში გააგრძელებს გიორგი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

"შახტარს ვტოვებ, სხვა გუნდში მივდივარ და ამიტომაც არ წავედი შეკრებაზე. ახალი გუნდი ევროპული იქნება და მალე გაიგებთ ყველაფერს", - გვითხრა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე უკრაინულ გუნდში
2015 წელს ჩაირიცხა, მანამდე კი ის თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 37 /
ოღონდ ბეგლიაში და ჩეხეთის ჩემპიონატში არ წახვიდე
ika
24 ივნისი 2016 18:02
0
ეს პრიმიტიული კომენტარები ბოღმაზე არ მოგბეზრდათ? ან, რა, არა აქვს ხალხს პესიმიზმის საფუძველი? შეხედეთ დანარჩენ ქართველ ფეხბურთელებს და ზოგადად ფეხბურთს საქართველოში. მიდით და უსურვეთ ნათელი მომავალი ბესიკ შეროზიას და ცეცაძის გუნდებს... მოხინკლავე სასტავი.
odala
24 ივნისი 2016 17:57
0
ალბატ,რომელიმე რუსულ კლუბსჰი გააგრზელებს.
sadro
24 ივნისი 2016 17:37
0
წარმატებებს გისურვებ გიორგი!
სერიოზული მონაცემები გაქვს და იმედია დიდ ფეხბურთს ითამაშებ .
ფერნანდო
24 ივნისი 2016 17:05
0
დაცკნარდიტ ლუცჰესკუს მიკავს
koba
24 ივნისი 2016 16:59
0
პირველ რიგში, გიორგის წარმატებას ვუსურვებ. იმავდროულად, როგორც რეალისტს, მეშინია ის არ აღმოჩნდეს ნაცვლად ევროპისა რუსეთის ან უკრაინის რომელიმე საშუალოზე დაბალ გუნდში
qomagi
24 ივნისი 2016 16:56
0
18 წლის ბიჭისგან ითხოვთ რაგაც სასწაულს.უბრალოდ უნამუსოობაა.ან რამ დაგბოღმათ ეგრე ტო
qartveli
24 ივნისი 2016 16:55
0
არამგონია რამე გამოუვიდესს,
ბუბა
24 ივნისი 2016 16:45
0
ამ ბიჭის ნიჭი და ფასი ყველამ იცის, გაცილებით უკეთესი ლიგის უკეთესი გუნდიდანაც ჰქონდა შეთავაზებები ვიდრე უკრაინის ლიგა და შახტარია, მაგრამ ასაკის გამო შეზღუდული იყო არჩევანში, ახლა აღარაა 16 და 17 წლის ასე რომ ეხსნება ხელფეხი და დამშვიდდით ვინც შახტარიდან წასვლას ცუდი თვალით უყურებთ. პირადად ჩემი დიდი სურვილია ლა ლიგაში წავიდეს
Akaki
24 ივნისი 2016 16:41
0
მეორე დივიზიონს ევროპაში ვერ აცდება სათადარიგოებში თან,ამისთანა ,ძლიერი, ფეღბურთელი იქ მილიონია,,
დათა
24 ივნისი 2016 16:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული