[ექსკლუზივი] ევროპულ გუნდში მივდივარ - გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარს" ტოვებს!

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ამ ზაფხულს უკრაინულ კლუბს დატოვებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-ს თავად უთხრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიურ შეკრებაზე წასულმა "შახტარმა" ქართველი ფეხბურთელი თან არ წაიყვანა. როგორც არაბიძემ გვითხრა, ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ის კლუბს ტოვებს. თუ რომელ კლუბში გააგრძელებს გიორგი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

"შახტარს ვტოვებ, სხვა გუნდში მივდივარ და ამიტომაც არ წავედი შეკრებაზე. ახალი გუნდი ევროპული იქნება და მალე გაიგებთ ყველაფერს", - გვითხრა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე უკრაინულ გუნდში
2015 წელს ჩაირიცხა, მანამდე კი ის თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 37 /
აუ მოდის ვარსკვლავი მეორე ანანიძე მარად პერსპექტიული.
დათო
24 ივნისი 2016 15:22
0
ღმერთმა არ ქნას, ამასაც თავში აუვარდეს (განაწყენებული ჩანს)! კედევ ერთ, ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელს დაკარგავს საქართველო!
jiji
24 ივნისი 2016 15:19
0
ეს მგონი რეალში მიდიის,, არ დამიბლოკოთ კომენტარი
გიგა
24 ივნისი 2016 15:18
0
ევროპა....ბარსას უმიზნებს
Davit
24 ივნისი 2016 15:17
0
არცერთ ევროპულ კლუბში არ იქნება არც ეს ბიჭი და არც სხვა ქართველი თუ არაქართველი "მარად პერსპექტიული" თუ კარგად ითამაშებს!

თუ მაღალი დონე აჩვენა "დაიტაცებენ" ეგრევე!

zaza
24 ივნისი 2016 15:16
0
აგივარდა უკვე ტავს
Davit
24 ივნისი 2016 15:12
0
წავა ახლა ესეც ბელიგიური ლიგის ბოლო ადგილოსან კლუბში და დარჩება მარად პერსპექტიული
ucxoplaneteli
24 ივნისი 2016 15:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული