მოსალოდნელი ტრანსფერი: ბუბა დაუშვილს საბერძნეთის სუპერლიგაში ელიან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა ლვოვის "კარპატი" დატოვა. მან ჩათვალა, რომ უკრაინულ კლუბში შესაძლებლობები ამოწურა. ამ დროისათვის ის საქართველოშია და თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს. მისი ახალი კლუბის თაობაზე ინფორმაცია უახლოეს მომავალში უნდა გავრცელდეს.

როგორც შევიტყვეთ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ დაუშვილი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. გვითხრეს, რომ მისით ბერძნული სუპერლიგის ბინადარი "ლევადიაკოსია" დაინტერესებული.

ეს ის "ლევადიაკოსია", სადაც თბილისის "დინამოს" ყოფილი შემტევი გიორგი მერებაშვილი თამაშობს. ამ გუნდმა სუპერლიგის ბოლო კამპანია მე-10 ადგილზე დაასრულა.

საინტერესოა, რომ
ახლახან "ლევადიაკოსი" სერბმა სპეციალისტმა რატკო დოსტანიჩმა ჩაიბარა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ბალკანელი სპეციალისტი "ზესტაფონის" მწვრთნელად მუშაობდა...

დაუშვილთან დაკავშირებით ახსენეს "ვერიაც", სადაც კარიერას გიორგი ნავალოვსკი გააგრძელებს, თუმცა "ლევადიაკოსის" ვარიანტი უფრო სარწმუნო ჩანს.

დაუშვილი საქართველოში "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა. ის იმერულ კლუბში 2005-11 წლებში თამაშობდა. 2012 წლიდან დღემდე კი "კარპატის" ფეხბურთელი იყო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი აქტივი 28 მატჩს ითვლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული