მატჩის შემდეგ არველაძემ "მაკაბის" ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა.
"ჯერ კიდევ 8 კვირა რჩება სეზონის დაწყებამდე. ასე რომ, თამაში ძნელია. ერთი მხრივ, კარგია, რომ ოფიციალური მატჩი ასე ადრე გვაქვს, მაგრამ ასეთ თამაშებს მაინც წინასასეზონო ელფერი დაჰკრავს.
20 წუთი მაინც დაგვჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ეს ნამდვილი მატჩი იყო და ა
ზოგადად, კმაყოფილი ვარ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და 10-დღიანი შეკრების გათვალისწინებით, ცუდად არ გვითამაშია.
ნოსა იგიებორმა დღეს შესანიშნავად ითამაშა, რადგან სწორ პოზიციაზე ირჯებოდა.
საპასუხო მატჩის არ გვეშინია, გავალთ და იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რაც შეგვიძლია. მთავარია, თამაშზე კონცენტრირებულნი გავიდეთ მოედანზე.
დღეს მაყურებლებმა 90 წუთის განმავლობაში არ შეწყვიტეს ბიჭების გამხნევება, ეს დიდებულია. სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო იყო.
ხორდი კრუიფთან ერთად გუნდისთვის სასიკეთო ცვლილებებს ვგეგმავთ, გუნდში კარგი ფეხბურთელები მოვლენ.
რაც შეეხება იოსი ბენაიუნს, ჩვენ 25 ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მოედანზე მარტო 11 გადის. ყველამ უნდა აჩვენოს, რა შეუძლია, რომ დაიმსახუროს თამაში. დარწმუნებული ვარ, ბენაიუნი ამას შეძლებს. ის კარგად შრომობს", - განაცხადა შოთა არველაძემ.