13:22 14-07-2016
ვფიქრობ, ადაპტაციას სწრაფად გავდივარ - სანდრო კობახიძემ 56-ე წამზე გაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი უკრაინელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და თავი გატანილი გოლით უკვე შეხვედრის 56-ე წამზე გამოიჩინა. მატჩის დასრულების შემდეგ კობახიძემ კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.
"სეზონის წინ კარგი ამხანაგური მატჩები ჩავატარეთ, სადაც ტაქტიკის გარდა, ფიზიკურობაზეც ვიმუშავეთ ბევრი. ბოლო შეხვედრაში ბევრად უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე - წინებში. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ამხანაგური მატჩი ჩემპიონატის წინ ბოლო იყო.
შესაძლოა, მეტოქე ჩვენზე სუსტი იყო, მაგრამ ჩვენს გუნდში არაერთი ახალი ფეხბურთელია, რომელთათვის შეთამაშებაა საჭირო. ახალი კოლექტივი და სამწვრთნელო შტაბი შესანიშნავია, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ადაპტირება სწრაფად გავიარო. ვფიქრობ, კარგად გამომდის ეს.
ევროპის ლიგა? ვეცდებით, ჯგუფში მოვხვდეთ, ჩემპიონატში კი, რაც შეიძლება მაღალი საფეხურის დაკავებას ვეცდებით", - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული