შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი გუნდების პირველი შეხვედრა ალმათიში ფრედ, 1:1 დასრულდა.
- ლეგიონი ევროპალიგაზე: ზავი "ქართულ დერბიში", კვეკვესკირის გოლი [VIDEO]
საპასუხო მატჩის წინა დღეს კახა ცხადაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
- დიდი გზა გამოვიარეთ. ფეხბურთელებმა უკვე დაისვენეს, მოინახულეს იერუსალიმი... დღეს ვივარჯიშებთ, ხვალ
გოლის გატანა აუცილებლად გვჭირდება. ისედაც, ჩვენ ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, ვეცდებით, არ გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც წინა მატჩში გვქონდა.
- ფრე დაგაკმაყოფილებთ?
- თუკი იქნება 2:2 ან 3:3, თანახმა ვარ.
- შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს როგორ შეაფასებთ?
- ვფიქრობ, შანსები თავიდანვე თანაბარი იყო. გუნდები თანაბარი ძალისანი არიან, ბრწყინვალე ფეხბურთელებითა და დალაგებული თამაშით. ყველაფერი მომავალ შეხვედრაში უნდა გადაწყდეს.
- გუნდში ტრავმირებულები გყავთ?
- თამაში ყოველ მესამე დღეს გვიწევს. ახლახან გასვლაზე ვითამაშეთ "ირტიშთან" და შესაბამისად, გუნდი ცოტა გადაღლილია. რაც შეეხება ტრავმირებულებს, ვინც თელ-ავივში წამოვიყვანეთ, ყველა მწყობრშია.
- თქვენ საკმაოდ ხანგრძლივი წაუგებელი სერია გაქვთ...
- ძალიან შევეცდებით, რომ წარმატებული სერია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.