მამუკა კობახიძე: პრემიერლიგაში სკამის "ხეხვას" აქ თამაში მირჩევნია

AutoSharing Option
რუსული I დივიზიონის "ნეფტეხიმიკის" ახალმა ფეხბურთელმა მამუკა კობახიძემ კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი ყაზანის "რუბინმა" "ნეფტეხიმიკში" გაანათხოვრა.

- მამუკა, როდის გაიგეთ, რომ "ნეფტეხიმიკში" გადმოდიოდით?
- "რუბინი" "ნეფტეხიმიკს" 1:1 ეთამაშა ამხანაგურ მატჩში. სწორედ მაშინ გამოთქვა "ნეფტეხიმიკის" ხელმძღვანელობამ ჩემი დამატების სურვილი. დაველაპარაკე "რუბინის" გენერალურ დირექტორს და გადაწყვეტილებაც მივიღეთ.

- შარშან პრემიერლიგის კლუბში იყავით განათხოვრებული, ახლა კი I დივიზიონის. გული არ გწყდებათ?
- სჯობს იყო I დივიზიონის გუნდის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი, ვიდრე პრემიერლიგაში სკამი "ხეხო". "მორდოვიაში" მხოლოდ სათადარიგო ვიყავი.

-
სხვათა შორის, თქვენი მეგობარი საბა კვირკველიაც იყო "ნეფტეხიმიკში" განათხოვრებული...
- სწორედ ეს მაძლევს სტიმულს. დიახ, ის აქ თამაშობდა, ფორმაში შევიდა და ახლა "რუბინის" ძირითადის ფეხბურთელია, ევროთასებზე უთამაშია. კვირკველიას მაგალითი იმის მტკიცებულებაა, რომ სწორად მოვიქეცი.

- როგორ შეეგუეთ ახალ კოლექტივს, ქალაქს?
- კოლექტივი მეგობრულია, საწვრთნელი ბაზა კი "მორდოვიაზე" უკეთესი. თუმცა სარანსკი მაინც რესპუბლიკური ცენტრია და უფრო საინტერესო მეჩვენა, ვიდრე ნიჟნეკამსკი.

- რა მიზანს ისახავთ?
- რაც შეიძლება მეტი მატჩი უნდა ვითამაშო, სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი უნდა გავხდე, აქ დიდი კონკურენციაა მცველებში.

- საქართველოს ნაკრებზე რას იტყვით?
- ახალგაზრდულ ნაკრებში მითამაშია, დიდ გუნდშიც ხუთჯერ ვითამაშე ამხანაგურებში, მაგრამ ოფიციალურებში - არა. იმედი მაქვს, რომ "ნეფტეხიმიკში" სათამაშო პრაქტიკას მივიღებ და ეროვნულ გუნდშიც მოვხვდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული