ლევან მჭედლიძემ მცირე ტრავმა მოირჩინა და სესტოლაში "ემპოლის" ვარჯიშებს დაუბრუნდა. ქართველმა ფორვარდმა ფეხი ოთხშაბათის დილის ვარჯიშზე იტკინა და ექიმებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.
ტრავმა სერიოზული არ იყო და აი, ჩვენებური ისევ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ამის გამო მჭედლიძემ "კასტელვეტროსთან" 5:0 მოგებული ამხანაგური მატჩი გამოტოვა.