"ხიმნასტიკმა" აბურჯანიას შემცვლელი იყიდა - როგორც ჩანს, გიორგი "სევილიაში" მიდის!

AutoSharing Option
ტარაგონის "ხიმნასტიკმა", რომლის რიგებშიც გიორგი აბურჯანია და ოთარ კაკაბაძე ირიცხებიან, მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

ესპანური diarimes-ის ინფორმაციით, "ხიმნასტიკმა" აბურჯანიას შემცვლელის ძებნა წინდაწინ დაიწყო და უკვე იპოვა კიდეც - კატალონიური გუნდი ქართველ ნახევარმცველს ჩილელი ხუან დელგადოთი ჩაანაცვლებს.

დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ლა ლიგის წარმომადგენელ "სევილიაში" თითქმის გადაწყვეტილია და დღე-დღეზე ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს.

ასევე იხილეთ:
- Sportall.ge-ს ექსკლუზივი: "სევილია" გიორგი აბურჯანიაში 1 700 000 ევროს იხდის!
მკითხველის კომენტარები / 7 /
საიტის ადმინისტრატორები მიაქციეთ ყურადღება,საიტზე რაღაც მავნებელი პროგრამაა (უფრო ეს არის ფლეშ პლეიერი და მისი ბაგები) რის გამოც ბრაუზერ გუგლ ქრომში ვერ ხერხდება მეორე-მესამე ფანჯრის გახსნაც კი, იჭედება მაშინვე, სხვა ბრაუზერებში ასე არ არის.
ისე კი ეს იდიოტური რეკლამა ონლაინ სესხის რომ ამოიღოთ თავზე მონიტორის დაცემის ვიდეოთი, მაგრად უშველიდა ამ პრობლემასაც.
jarji21
26 ივლისი 2016 16:12
0
თუ მართლა სევილია B-ში სათამაშოდ გადადის არასწორი გადაწყვეტილებაა უკან გადადგმული ნაბიჯია... იქ თამაშობდა და უმაღლესში გადასვლის შანსიც ჰქონდა, თუ მართლა აინტერესებდა სევილიას ხიმნატიკშიც კარგად დააკვირდებოდა და შემდეგ სეზონში პირველი გუნდისთვის აიყვანდა... რავიცი მაგრამ წარმატებებს გისურვებ გიორგი იმედია სწორი გადაწყვეტილება მიიღე
zaza
26 ივლისი 2016 16:09
0
სევილია 2 (და არა სევილია!). სევილია 2 ლა ლიგა ბ-ში გამოდის.
realoba
26 ივლისი 2016 15:53
0
ტყუილებს ნუ წერთ ტავიდან გადადის სევილია -ბ-ში და თუ დაამტკიცა რო იმსახურებს მერე არის ძირითად გუნდსი გადასვლის შანსი
luka
26 ივლისი 2016 15:27
0
ესპანურ საიტზე ცერია რომ ის სევილიას დუბლებში ითამაშებს. რომელიც ეხლა დაცინაურდა ლა-ლიგა 2ში
Lucas
26 ივლისი 2016 15:06
0
წარმატებას გისურვებ,ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძირითადში სათამაშჰო დროს მოქცემენ და ნელ ნელა ადგილს დაიმკვიდრებ
ალეკსანდრე
26 ივლისი 2016 14:02
0
მიდი იქნებ შენ მაინც გაგვიმარტლო იმედები
xashuri
26 ივლისი 2016 13:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული