ნუკრი რევიშვილს ისრაელში პირი უტეხეს, ნაკრების მეკარე ისევ უგუნდოდაა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ნუკრი რევიშვილმა პრემიერლიგიდან გავარდნილი სარანსკის "მორდოვიასთან" არსებული კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გააუქმა, თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და ახალი კლუბის ძებნას შეუდგა. ამ პერიოდში მას ხელი ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში მიღებულმა ტრავმამაც შეუშალა და ვარჯიში მხოლოდ ივლისის ბოლოს განაახლა.

აგვისტოს დასაწყისში "ლელომ" ექსკლუზიურად შეიტყო იმ გუნდის ვინაობა, რომელიც საქართველოს ნაკრების მეკარესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა - ეს იყო გასულ სეზონში ისრაელის ლიგატ'ალიში (უმაღლესი ლიგა) მე-7 ადგილზე გასული თელ-ავივის "ბნეი იეჰუდა".

შემდეგ ისიც გვითხრეს, რომ ქართველი მეკარე "ბნეი იეჰუდასთან" კონტრაქტს 2 წლით გააფორმებდა.
ისრაელში სეზონი 20 აგვისტოს დაიწყო და ყოველდღე ველოდით ამ შეთანხმების ოფიციალურ დადასტურებას, მაგრამ...

როგორც შევიტყვეთ, "ბნეი იეჰუდას" ხელმძღვანელებმა რევიშვილთან წინასწარ შეთანხმებული პირობები შეცვალეს. 29 წლის მეკარემ კი გაუარესებულ ხელშეკრულებაზე უარი თქვა, საქართველოში დაბრუნდა და ჯერჯერობით უგუნდოდაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
დინამოს დახატავდა რატომ არ აყავტ ნუკრი? კარგი მეკარეა უცხოელებს რომ უხდიან დიდ ხელფასებს ფიფიამ აიყვანოს მაგის უგუნდოდ დატოვება უბრალოდ სირცხვილია და დინამოს მეკარის პრობლემა 100 პროცენტიტ მოგვარდებოდა იყიდე რომან ფიფია ეს მეკარე ზალიან გვინდა რომ იყოს დინამოს ფეხბურტელი
amirani
26 აგვისტო 2016 21:04
0
ფიფიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა! დაგაყარე მიწააააააააააააააა!
Dinamo
26 აგვისტო 2016 14:45
0
ნუკრი ნიჭიერი მეკარეა, ვფიქრობ მაგრად არ გაუმართლა კარიერაში რომ ცოტა უფრო ძლიერ გუნდში ვერ ითამაშა.
ხვიჩა
26 აგვისტო 2016 14:33
0
არ გეგონოთ ქეცბაიას ვიცავ, მაგრამ ქეცბაიას ვიცავ და ყველაზე მაგარია. რასაც ამბობდა არ ცდებოდა. არც რევიშვილში. არც ამისულაშვილში. არც გოგუაში. არც კობიაშვილში. არც ყენიაში. არც ქართველურ ხასიათში. ახლა გავიგეთ რომ ქართული ფეხბურთი დაცვითი უნდა იყოს. ახლა ვგებულობთ 3წლის წინ ნალაპარაკებს...
Too
26 აგვისტო 2016 14:07
0
დინამო გაიღვიძეეე
შაკო
26 აგვისტო 2016 14:02
0
ვის რა ფეხებად უნდა ქართველი მეკარე? არ გვყავს ჩვენ ფეხბურთელები, შევეგუოთ ამ აზრს, ისე, როგორც თურქეთი შეეგუა 80-იან წლებში, დაიწყო ნულიდან ფეხბურთის აღორძინება და მიარწია შედეგსაც 15-20 წელიწადში.
პეტრე კუპრი
26 აგვისტო 2016 13:57
0
იმედია ფიფია ეხლა მაინც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას!!!
svani
26 აგვისტო 2016 13:25
0
დავიჯერო ახლა დინამოს მეკარე ამაზე უკეთესია?!
aia
26 აგვისტო 2016 13:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული