ეს მოლაპარაკება თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა. ის ესპანეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ დაიწყო, ოღონდ ხეტაფეს სტადიონზე "ფურია როხას" კარში ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი არაფერ შუაში იყო - ფრანგები ქართველით მანამდეც იყვნენ დაინტერესებულები.
"მარსელთან" პირველი მოლაპარაკება სწორედ ხსენებული მატჩის მერე შედგა. მოლაპარაკების პროცესი ოქრიაშვილის მენეჯერმა მამუკა ამიროვმა და "გენკის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა იაკობ გიუნტერმა წარმართეს. ქართველის
ამასობაში, "გენკი" ფრანგებს სატრანსფერო ფასზე დაელაპარაკა და შეუთანხმდა კიდეც. 30 აგვისტოს თორნიკე მარსელში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, საღამოს კი კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად კონტრაქტზე საბოლოოდ დაილაპარაკა და ხელმოწერაც დაიგეგმა.
საინტერესოა, რომ ბევრს სასაცილოდ არ ეყო, როცა "ლელომ" დაწერა, რომ სოლიდურ ფრანგულ კლუბში ჩარიცხვის იმედად, ოქრიაშვილმა უარით გაისტუმრა ჰოლანდიური "ტვენტე", ბუნდესლიგაში აღზევებული "ლაიპციგი", თურქული სუპერლიგის ბინადარი "გაზიანთეფი", მდიდარი რუსული კლუბი "ურალი"... ქართული ფეხბურთისადმი ნდობა იმდენად დაკარგულია, რომ ბევრს ოქრიაშვილით "მარსელის" დაინტერესება ზღაპარი ეგონა.
სამწუხაროდ, მოლაპარაკება სამედიცინო შემოწმების შედეგებმა ჩაშალა - გვიან ღამით შევიტყვეთ, რომ კონტრაქტზე ხელმოსაწერად გამზადებული მხარეები სწორედ ამან შეაფერხა. 24 წლის ფეხბურთელს გულის მცირე პრობლემა აღმოუჩინეს. ის დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც 20-დღიან რეაბილიტაციას გაივლის.
პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა ფაქტია - უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი კი ჩაშალა.
სამწუხაროა ისიც, რომ ოქრიაშვილი ამის გამო ნაკრებს 5 სექტემბერს ავსტრიასთან თბილისურ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ოქრის მალე გამოჯანმრთელებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.
საკმარისია მოძრაობის ოპტიმიზაციის შესწავლა და დატვირთვები შემცირდება. შესაბამისად გულიც მაქსიმალურად გაჯანსაღდება.
დავით მუჯირს იგივე პრობლემა ჰქონდა 33 წლის ასაკში, როდესაც ჩემთან დაიწყო ვარჯიში და 10 დღეში დაღლა აღარ ახსოვდა.
იმედი მაქვე ბ-ნი თორნიკე წაიკითხავს და გაიზიარებს ჩემს მოსაზრებას.