ბესნიკ ჰასი: ვაკო ყაზაიშვილი იმიტომ არ ვათამაშე, რომ გუნდელებს არ იცნობს

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბესნიკ ჰასიმ პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას მთავარმა მწვრთნელმა ის მიზეზიც დაასახელა, რის გამოც გუნდის ქართველი  შემტევი ვაკო ყაზაიშვილი არ ათამაშა.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია" მე-9 ტურში შინ "ზაგლებიესთან" ყაზაიშვილის გარეშე ანგარიშით 2:3 დამარცხდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა.

- ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიამ" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

"ყაზაიშვილი იმიტომ არ ვათამაშე, რომ გუნდელებს არ იცნობს. დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩში ის ფეხბურთელებს ნომრებით მიმართავდა და არა
სახელებით. ამიტომ, ჯერ გუნდელები უნდა გაიცნოს, რათა შემდეგ მათთან შეთამაშება შეძლოს", - ასე ახსნა მწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამაგიეროდ უბანში იცნობს ვაბშე ყველა
...
19 სექტემბერი 2016 22:13
0
სახელებიც ცნობა რა შუაშია ფეხბურთის თამაშთან? მსგავსი სისულელე ჯერ არ მომისმენია. იმიტომაც გააგდეს ეტყობა ეს გენიოსა
beso
19 სექტემბერი 2016 14:22
0
ეს საღ გონებაზეა საერთოდ? კიდევ კარგი მოხსნეს, თორემ საერთოდ დაღუპაბდა გუნდს. რას ბორიალობს, რეებს ბოდავს? რა გუნდელებს არ იცნობს? და თუ არ იცნობს ვისი ბრალია? ვერ გააცნო მთავარმა მწვრთნელმა?
გგგგგგგგგგგგგ
19 სექტემბერი 2016 14:19
0
ვაკო დიდ ფეხბურთს ითამაშებს
giorgi
19 სექტემბერი 2016 14:14
0
იცნობს შეფ უბრალოდ დაძაბული მატჩი იყო და დაავიწყდა... აბა მოდი ეხლა და ამას ელაპარაკე რა ფეხბურთზე რა მნიშვნელობა იყო რას ეძახდა არცერთი გონზე არ იყო მარტო ვაკო წვალობდა რაღაცას
ვაი ამის პატრონს
19 სექტემბერი 2016 13:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული