ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის VIII ტურის ანტისიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
საიტმა soccer.ru-მ ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურის ანტისიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

წინა ტურებისგან განსხვავებით, ჯანოსა და მისი "სპარტაკისთვის" ბოლო ტური წარუმატებელი გამოდგა - მოსკოველებმა საკუთარ მოედანზე "უფასთან" 0:1 წააგეს. ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა, soccer.ru-მ კი "სპარტაკის" მარცხში ლამის მთავარ დამნაშავედ ქართველი გამოიყვანა.

"ანანიძე მოქმედებდა "ტრეკვარტისტის" პოზიციაზე - შემტევი ცენტრალური ნახევარმცველის ადგილზე და მის თამაშზე დიდად იყო დამოკიდებული, მოახერხებდა თუ არა "სპარტაკი" ამ მატჩში "უფას" მასირებული დაცვის ცხრაკლიტულისთვის გასაღების მორგებას.

ჯანომ
ვერ შემოგვთავაზა არაორდინალური სვლები - ის ვერ ლახავდა ზღუდეებს და პასებს ფლანგზე აკეთებდა. ეს მაშინ, როდესაც მისგან გენიალურ გადაცემებსა და ბურთით გარღვევებს ელოდნენ", - წერს გამოცემა, რომელმაც, სხვათა შორის, ტურის ანტისიმბოლური ნაკრების მწვრთნელად "სპარტაკის" თავკაცი მასიმო კარერა დაასახელა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
წადი ჯანო ევროპაში..მაგ ღრუსებში რა დაგრჩენია?
Ilo
29 სექტემბერი 2016 08:29
0
თამაშს ვუყურე არადა ყველაზე აქტიური სპარტაკის რიგებში ჯანო იყოო ))))
beqa
28 სექტემბერი 2016 17:34
0
ძალიან ნიჩიერი ფეხბურთელია
თორნიკე
28 სექტემბერი 2016 14:52
0
ჯანო მიდი შეუბერე, არ გაიფუჭო ხასიათი, რწმენა არ დაკარგო, მაგარი ხარ და იმუშავე შენ თავზე
იკა
28 სექტემბერი 2016 12:30
0
რა სისულელეა აღარ იცით ვის დააბრალოთ რა ჯანო ყველაზე მაგარია
ნინი
28 სექტემბერი 2016 03:50
0
სხვებზე ცუდად არ უთამაშია, უბრალოდ დიდი უპირატესობის მიუხედავად გოლი ვერ გაიტანეს.
j.ch.
27 სექტემბერი 2016 22:02
0
ეგ არაფერი ჯანო,განაგრძე შენი თამაში და ცოტა მეტი გარისკე.
სოსო
27 სექტემბერი 2016 20:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული