ლეგიონის უქმეები: ხუთი გოლი და ყაზაიშვილის დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
ქართულმა ლეგიონმა სანაკრებო პაუზის წინ მორიგი უქმეები მოილია. ქართველმა ფეხბურთელებმა 5 გოლი გაიტანეს. აღვნიშნავთ ვაკო ყაზაიშვილის დებიუტსაც პოლონეთის ექსტრაკლასაში...

იტალია. სერია A
ლევან მჭედლიძე 67-ე წუთზე ჩაერთო ბრძოლაში "იუვენტუსთან" მატჩში (0:3), რომან ჭანტურია კი კვლავ მუხლის ტრავმის გამო უქმობს.

იტალია. ლეგა პრო
ირაკლი შეყილაძის (90 წთ) "ტუტოკუოიო" სტუმრად "კარარეზეს" დაუზავდა - 1:1.

გერმანია. ბუნდესლიგა
ლუკას ჰუფნაგელს ინფექცია აქვს, რის გამოც "ფრაიბურგს" 1:0 მოგებულ შეხვედრაში "აინტრახტთან" ვერ დაეხმარა.

-decoration: underline;">გერმანია. II ბუნდესლიგა
წაგებებს შეეჩვია დრეზდენის "დინამო", რომელიც ამჯერად სტუმრად "ზანდ ჰაუზენთან" დამარცხდა - 0:2. აკაკი გოგიამ, რომელსაც შემტევისთვის უცნაური, 2-ნომრიანი მაისურა აცვია, წაგებულებში შეუცვლელად ითამაშა.

ესპანეთი. ლიგა 1|2|3
ოთარ კაკაბაძის (81-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში) "ხიმნასტიკი" 1:1 დაუზავდა "სევილიას" დუბლებს, რომლის რიგებშიც დაახლოებით ორ კვირაში ექნება დებიუტი გიორგი აბურჯანიას.

საფრანგეთი. ლიგა 2
"რეიმსისა" და "ოსერის" დაპირისპირების (3:0) მიმართ გულგრილნი ვიყავით. არადა, ამ მატჩში ქართული დუელიც შეიძლებოდა შემდგარიყო, მაგრამ ჯაბა კანკავა ჯერ ვერ ეხმარება "რეიმსს", ხოლო 19 წლის გიორგი ჯობავა ამ სეზონში "ოსერის" ძირითადი გუნდის განაცხადში ჯერ არ მოხვედრილა (დუბლებში თამაშობს).

საფრანგეთი. ნასიონალი
ამირან სანაიას არ უთამაშია "ლერბიეს" შემადგენლობაში, რომელმაც სტუმრად "ბასტია" დაამარცხა - 2:1.

რუსეთი. პრემიერლიგა
გიორგი ჭანტურიას კუთხურს "ურალის" ერთადერთი გოლი მოჰყვა, რომელიც "ტომს" 1:1 დაუზავდა სტუმრად. ჩვენებური 93-ე წუთზე გამოცვალეს (მანამდე გააფრთხილეს). "ჩემპიონატმა" საგოლე პასი მას დაუფასა და 7,5 ბალი დაუწერა, რაც პაბლო ფონტანელიოსთან ერთად, საუკეთესო შეფასებაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვმა" "ანჟი" დაამარცხა - 2:1. ქართველ მეკარეს 7 ბალი დაუწერეს.

"სპარტაკმა" "ზენიტთან" ტურის ცენტრალური მატჩი დათმო - 2:4. ჯანო ანანიძის გუნდი კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ "ზენიტი" ქულებით წამოეწია (19-19). ანანიძემ ბოლო 20 წუთი ითამაშა, 6 ბალი "ჩემპიონატისგან".

"კრასნოდარმა" "რუბინს" უმასპინძლა და 1:0 მოუგო. ორივე ჩვენებური სათადარიგო იყო, "კრასნოდარმა" თორნიკე ოქრიაშვილი 76-ე წუთზე შემოუშვა, "რუბინის" თავკაცმა საბა კვირკველია სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

რუსეთი. I დივიზიონი
"სპარტაკის" დუბლების მატჩთან (0:0) "ნეფტეხიმიკის" შემადგენლობაში არ გამოჩენილა მამუკა კობახიძე.

უკრაინა. პრემიერლიგა
დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცმა" სტუმრად "სტალი" 2:1 დაამარცხა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. ის გააფრთხილეს.

90 წუთი ითამაშა "ვორსკლას" შემადგენლობაში ალექსანდრე კობახიძემ (გააფრთხილეს) დონეცკის "ოლიმპიკთან" 1:2 წაგებულ მატჩში.

დუბლების ჩემპიონატში, "შახტარის" რიგებში 81-ე წუთამდე ითამაშა გიორგი არაბიძემ. დონეცკელებმა 2:0 იმარჯვეს.

ჰოლანდია. ერედივიზიე
გურამ კაშიას "ვიტესმა" 2:1 მოუგო "გრონინგენს". ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა
გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ბოავიშტასთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა
ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" 2:1 მოუგო "ბრაგას" დუბლებს.

ბელგია. პროქსიმუს ლიგა
ლევან შენგელიას "ტუბიცემ" სტუმრად 1:0 დაამარცხა ბრიუსელის "უნიონი". ჩვენებურმა ბოლო 8 წუთი ითამაშა.

საბერძნეთი. სუპერლიგა
გიორგი ნავალოვსკის "ვერია" შინ 0:0 დაუზავდა პაოკ-ს. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

თემურ ქეცბაია ყოფილ კლუბთან დამარცხდა - აეკ-ი პირეოსს ესტუმრა და "ოლიმპიაკოსთან" 0:3 დამარცხდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა
გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" შინ "ვისლასთან" 2:3 წააგო. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და ერთი გოლიც მის ანგარიშზეა.

ლაშა დვალის (90 წთ) "შლიონსკი" შინ 1:2 დამარცხდა "ტერმალიცასთან".

პოლონეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა ვაკო ყაზაიშვილს, რომლის "ლეგიამაც" "ლეხიას" 3:0 მოუგო. ჩვენებური მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.

დანია. სუპერლიგა
დავით სხირტლაძის (55-ე წუთზე შეცვალეს) "სილკებორგი" "ნორშელანს" 2:2 დაუზავდა.

ჩეხეთი. სინოტლიგა
"ტეპლიცეს" სათადარიგო იყო ზურაბ ცისკარიძე, რომლის გუნდიც 0:2 დამარცხდა "ლიბერეცთან".

"სლავიამ" "კარვინას" 1:0 მოუგო. პრაღელთა ქართველი ლევან ყენია კვლავ ტრავმირებულია.

ავსტრია. ბუნდესლიგა
"რაპიდს" ვერ უშველა შეცვლაზე შესულმა გიორგი ქვილითაიამ, რომელიც "რიდთან" საგარეო მატჩში 69-ე წუთზე გამოჩნდა - 2:4.

ავსტრია. რეგიონალლიგა
ლუკა ძიძიგურის "კუფშტაინი" 2:2 დაუზავდა "ეუგენდორფს". მე-20 წუთზე ჩვენებურმა ანგარიში 1:2 გახადა. ეს ლუკას მე-5 გოლია ჩემპიონატში.

ნორვეგია. ტიპელიგენი
"სტაბეკი" შინ 1:2 დამარცხდა "ლილესტრიომთან". გიორგი გოროზია მასპინძელთა სათადარიგოთა სკამს არ გასცილებია.

ფინეთი. იუკონენლიგა
ირაკლი სირბილაძემ კპვ-ს მოაგებინა, მისმა გუნდმა სტუმრად აჯობა "ივასკილას" - 1:0. გამარჯვების გოლი ქართველი ვეტერანის ანგარიშზეა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი ოსიტაშვილის (90 წთ) კტპ სტუმ რად "იაროსთან" 1:3 დამარცხდა.

კვიპროსი. I დივიზიონი
"ახნასმა" 5:3 მოუგო "ანაგენისს". ქართველები სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ: ნიკა კაჭარავა და გიორგი ილურიძე, განაცხადში არ ყოფილა გია გრიგალავა. ერთი გოლი ნიკა ყიფიანის ანგარიშზეა, ვინც რუსეთის მოქალაქეა.

ირაკლი მაისურაძის (90 წთ, გააფრთხილეს) "ერმისი" სტუმრად "კარმიოტისასთან" 0:3 დამარცხდა.

ბელორუსი. ვისშაია ლიგა
ბატე-მ "ისლოჩს" 4:1 მოუგო. ვაკო გვილიამ, რომელიც ნაკრებში გამოიძახეს, 90 წუთი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზედიზედ მე-4 ტურში დამარცხდა პაპუნა მოსემღვდლიშვილის (იაკობ აფხაზავა აგვისტოდან გუნდში აღარ ირიცხება) "სლავია". მოზირელებმა სტუმრად "ნემანთან" ჩვენებურის გარეშე დათმეს - 1:3.

ლატვია. ვირშლიგა
გიორგი დიაკვნიშვილის (90 წთ) "რიგასმა" "დაუგავპილსს" 2:0 მოუგო.

ესტონეთი. მეისტრილიიგა
ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წთ) "ფლორამ" სტუმრად 6:1 მოუგო "პარნუს".

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა
ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ მოულოდნელად ვეღარ მოიგო შინ ზაურ სვანაძის "ინტერმა", რომელიც "ზირას" 1:1 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა. მატჩის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა დაიჩივლა, მეტოქეს ბოლო წამებზე გოლი ვაჩუქეთო.

ყაზახეთი. პრემიერლიგა
"ირტიშმა" "აქტობეს" 5:1 მოუგო. პირველი გოლი მე-17 წუთზე შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კახა ცხადაძის
"ქაირათი" კვლავ "ორდაბასისთან" შეფერხდა - 1:1. "ორდაბასის" რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს გოგიტა გოგუამ და ოთარ მარცვალაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზაზას დასაცავად აღვნიშნავ, რომ ნიკა გაუგებრობაშია.რა შუაშია 90 წუთზე შეცვლა.სტატიაში აღნიშნული 90 წუთი ნიშნავს,რომ ფეხბურთელმა მთლიანი თამაში ითამაშა.
j.ch.
16:42 03-10-2016
0
ძალიან იშვიათმა ითამაშა 90წთ((,მაგრამ ეს ის გამონაკლისი შესაძლებელია იყოს,როცა უთამაშლობა სასარგებლო აღმოჩნდეს –საერთაშორისო კალენდარმა პრაქტიკულად დასვენების საშუალება არ მისცა ფეხბურთელებს,27–29 სექტემბერს ევროტურნირები,1–2ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატების თამაშები და 6 –9 ოქტომბერს მსოფლიო თასის შესარჩევის თამაშები!((..ალბათ სენსაციები ბევრი იქნება ,რადგან წამყვანი კლუბების საუკეთესო ფეხბურთელები ვერ იქნებიან სათანადო ფიზიკურ ფორმაში....პ.ს. იქნებ ჩვენ გავხდეთ სენსაციის ავტორები?თუმცა ირლანდია–უელსთან ქულების აღება სენსაციად არ უნდა ითვლებოდეს ,რომ არა სამარცხვინო სტატისტიკა ირლანდიასთან(კითხვები წინა თაობის ნაკრების ფეხბურტელებთან–როგორ ,,ახერხებდნენ,, მილანის,აიაქსის,შალკეს,ფრაიბურგის,პსვ–ს ფეხბურთელები მუდმივად წაგებას ნორვიჩის,კარდიფის,საუკეთესო შემთხვევაში ევერტონის ფეხბურთელებთან?ერთი ოში მახსენდება მანიუდან და სადაც ის დღემდე ვერ გამიგია რა დამსახურების გამო მოხვდა))და პირიქით შესანიშნავი სტატისტიკა უელსთან!..ორივე შეხვედრაში არ უნდა წავაგოთ მინიმუმ(ეს არაფრით ნიშნავს,რომ ფრეზე ვითამაშოთ!),რომ შესარჩევის დანარჩენ შვიდ შეხვედრას სატურნირო დატვირთვა შევუნარჩუნოთ!
ზაზა
12:07 03-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული