სექტემბრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა უკვე დაასახელეს სექტემბრის თვის სამი საუკეთესო ლეგიონერი.

გამოკითხვაში, რომელშიც სამი ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა ვაკო გვილიამ, მეორე ადგილზე ჯანო ანანიძე გავიდა, მესამეზე - დავით სხირტლაძე.

- Sportall.ge-ს მკითხველებმა სექტემბრის 3 საუკეთესო ლეგიონერი დაასახელეს

მკითხველების შემდეგ 8 ნომინანტიდან საუკეთესოები საიტის რედაქციამაც დაასახელა.

12 ქულით გაიმარჯვა ვაკო გვილიამ, რომელიც ბელორუსის ბატე-ს ღირსებას იცავს. მეორე ადგილზე 5 ქულით "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია გავიდა, მესამეზე 4 ქულით - "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

სამეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ქულები მიიღეს: დავით ხოჭოლავამ
(2 ქულა) და დავით სხირტლაძემ (1). ნომინანტთა შორის იყვნენ: შოთა გრიგალაშვილი, გიორგი მერებაშვილი და გიორგი ჭანტურია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ლეგიონერების თამაშის შეფასებისას მხოლოდ საკლუბო მატჩებს ვიღებთ მხედველობაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული