რუსეთის პრემიერლიგაში მე-10 ტურის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მორიგი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა ჯანო ანანიძის გუნდმა მოსკოვის "სპარტაკმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე "როსტოვს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 მოიგო.
ქართველმა ჰავბეკმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მასიმო კარერას გუნდმა კი საბოლოოდ 9-კაცის ამარა დარჩენილ მეტოქეს გაჭირვებით, დენის გლუშაკოვის მიერ 53-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო. ჯანომ კარგად ითამაშა, რასაც InStat-ის მონაცემიც ადასტურებს - ქართველი ფეხბურთელი მწვავე გადაცემების რაოდენობით მოედანზე
მიმდინარე ჩემპიონატში, ერთ მატჩში სამი გოლი პირველად გაუტანეს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას. მისი
გუნდი "კრილია სოვეტოვი" სათამაშოდ სტუმრად ყაზანში ჩავიდა, სადაც საბა კვირკველიას "რუბინთან" 0:3 დამარცხდა. სამწუხაროდ, საბა მასპინძელთა განაცხადშიც არ ყოფილა, რაც შეეხება ლორიას, მისი დადანაშაულება რომელიმე გოლში ძნელია.
საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატის, გიორგი ჯიქიას გუნდი პერმის "ამკარი" შინ მოსკოვის "ლოკომოტივს" უგოლოდ დაშორდა. რუსეთის მოქალაქეობის მქონე 22 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მეათე ტურის მატჩებს დღეს ითამაშებენ გიორგი ჭანტურიას "ურალი" და თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი". ჭანტურიას გუნდი საკუთარ მოედანზე "ზენიტს" მიიღებს, "კრასნოდარი" კი ტულაში "არსენალს" ესტუმრება.