წამითაც არ დავფიქრებულვარ - კახა ცხადაძემ "ქაირათთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ალმაათის "ქაირათთან" მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

ახალი კონტრაქტის თანახმად, ცხადაძე "ქაირათს" 2019-წლამდე გაწვრთნის. შეგახსენებთ, რომ ცხადაძემ "ქაირათი" წელს ჩაიბარა და კლუბის ხელმძღვანელობის ნდობა მოკლე დროში მოიპოვა.

"ვფიქრობ, წელს ცუდად არ გვიმუშავია, გუნდში საერთო ენის გამონახვაც მოვახერხეთ. ჩემთვის დიდი პატივია "ქაირათის" გაწვრთნა. გუნდის პროგრესისთვის აქ ყველა მაქსიმუმს აკეთებს. ამ გადაწყვეტილებაზე წამითაც არ დავფიქრებულვარ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას", - გააცხადა ქართველმა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული