გიორგი ჭანტურიას "ურალი" "ამკარს" ესტუმრა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა, გამარჯვებულის ვინაობა კი პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც "ურალმა" 4:2 იმარჯვა. სტუმართაგან პირველი პენალტი სწორედ ჭანტურიამ შეასრულა და თანაც, ზუსტად.
მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჯიქიამ.