ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, 24 წლის ქართველი "სპარტაკში" 2021 წლის 31 მაისამდე რჩება. ჯანო 2007 წლიდან "სპარტაკის" სისტემაშია, მას 2009 წლის ივლისში ჰქონდა დებიუტი პირველ გუნდში, რაც გოლით და რეკორდით აღნიშნა - ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა კლუბის ისტორიაში (16 წლის, 9 თვისა და 5 დღის).

2009 წლის ოქტომბერში მან უკვე რუსეთის ჩემპიონატში გაიტანა და ამ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა (17 წლისა და 8 დღის).

"სპარტაკის"
რიგებში ჯანო ანანიძემ 111 მატჩში 16 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში ჯანოს ანგარიშზე 32 მატჩში 4 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ქუთაისელი_ს
"რაც იცის იმას თამაშობს ჭანტურია"ო და წონის პრობლემა რომ აქვს და მეხაშეს ტანი ეგ რისი ბრალია სიმონ?
garika
28 ოქტომბერი 2016 18:00
0
ნაკრებში იმას თამაშობდა ჭანტურია რა დონისიც არის ნაკრები და ზოგადად ფეხბურთელი ვისი ფანიც გინდა იმის ფანი იყავი შე დალოცვილო გინდ ანანიძის და გინდ შაშიაშვილის ეგ ნორმალური მოვლენაა რა შუაში იყო ჭანტურია საერთოდ ანანიძის თემასთან.თურმე ვიღაცას გონია მაგრად შეუძლია თამაში და სიზარმაცის გამო ვერ თამაშობს ისე როგორც საჭიროა არადა რაც იცის იმას აკეთებს ეგ კაცი და რომელმა იცის ამ ნაკრებში რამე საშუალო დონეზე დაბალი დონის ნაკრებია რომელსაც შეუძლია ერთ თამაში გაიფაფხუროს და მერე რო გგონია ეხლა უკეთესისკენ შეიცვლება რამე ჩადის ესტონეთში და ნადგურდება მეთეევზეებთან .ან ლატვია მოლდოვასთან დამარცხდება უცებ და წავიდა მერე კრიტიკა და ლანძღვა რასაც ქვია.
ქუთაისელი
28 ოქტომბერი 2016 17:26
0
მოსკოვის სპარტაკი კარგი კლუბია ლანჩხუთის გურია ან გორის დილა არ გეგონოთ, კარგი არჩევანი გააკეთა ჯანომ.წარმატებები!
mixeil saakovi
28 ოქტომბერი 2016 15:45
0
am bavshvs patroni ar yavs to? mara ukve gviania
sandro
28 ოქტომბერი 2016 15:28
0
სპარტაკი უბრალო გუნდი არ გეგონოთ მეგობრებო, კიევის დინამოს შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში მეორეა თავისი ისტორიით, ამბიციით , გულშემატკივარით და ტიტულებით.
kaxa
28 ოქტომბერი 2016 14:36
0
ესპანიოლში,კროტონეში, ემპოლში,ეიბარში,კაენში და ასეთი დონის გუნდებში თამაშს ნაღდად ჯობს სპარტაკში თამაში. ისე ჯანომ უფრო იცის თავის საქმის, მთავარია ძირითადში ითამაშოს და სპარტაკს დასაწუნი არაფერი არ აქვს არც ჩვენი არც ჯანოსი.
kika
28 ოქტომბერი 2016 14:31
0
ჯანოს ვუსურვოთ წარმატებები, ნაკრებშიც და სპარტაკშიც!
Gela
28 ოქტომბერი 2016 14:21
0
ჭანტურია კი არ შეურაცყვეს, ის შეურაცგვყოფს ჩვენ, მაგალითად ახლობლების საშუალებით კვლავ ნაკრებში მოაწვევინა თავი. მოკლედ თავზე გვიშვებიან და ზოგიერთები კიდევ მაგათ იცავენ.
haha
28 ოქტომბერი 2016 13:23
0
ვკითხულობ კომენტარებს და გული მეწვის,ხალხო რამ დაგაბრმავათ,ვინ წაგართვათ აზროვნების უნარი და ბოლოს და ბოლოს ვინ დაგწყევლათ ასე,თვალები გაახილეთ,ჭკუას მოუხმეთ და სწორად იაზროვნეთ,არავინ არ აყენებს და არც უნდა მიაყენოს რუსეთის ჩემპიონატს შეურაცყოფა ვინმემ და არც მოსკოვის სპარტაკია გასაკრიტიკებელი,ეს აქსიომაა,მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე,რასაკვირველია გრანდში და თუგინდ საშუალო დონის ევროპულ კლუბებში 2 მილიონად შეფასებულ ფეხბერთელს არავინ მიიწვევს,მაგრამ საშუალო დონის ევროპული კლუბზე დაბალი გუნდი კი გაიფორმებდა,იგივე ჰოლანდიაში,დანიაში და სხვა ქვეყნებში,აქ უფრო თვალწინ იტრიალებდა ჯანო ევროგრანდებთან ახლოს და თუ მოუმატებდა მას აუცილებლად შეამჩნევდნენ,ხოლო რუსეთი ამ გადმოსახედიდან შორია,იქ ისე მას ვერ დააკვირდებიან და თვალს ვერ მიადევნებენ,როგორც შუა ევროპაში და ამიტომაა მისი გადასვლე აუცილებელი ევროპაში,ასევე გასათვალისწინებელია ის,რომ რუსეთში არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ გაუხალია,რა მიზეზებით ხდება ეს არ ვიცი,მაგრამ ფაქტია,ამ ხელშეკრულებით ჯანომ დიდი შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომის შედეგს მალე მოიმკის,სამწუხაროდ.აქ ვიღაც ოქრიაშვილს და გენკს ახსენებდა,ჯერ ერთი გენკი ევროპული მერკებით არასდროს არ ყოფილა ევროპის საშუალო გუნდი,ის ყოველთვის მესამეხარისხოვანი გუნდია და ასე იქნება აბად მომავალშიც,იქაც ოქრიაშვილმა თავისი არაადეკვატურობით,არაპროფესიონალიზმით და საქმისათვის არასერიოზული დამოკიდებულების ხარჯზე კითხვის ქვეშ დააყენა საკუთარი მომავალი და კარიერა.მე მოგიწოდებთ ვაი გულშემატკივრებს,უკვე დროა გაიზარდოთ,მიეჩვიოთ სწორი ანალიზის კეთებას და ბოლო,ბოლო გავერკვეთ არსებულ სიტუაციაში,ღმერთი გფარავდეთ და გახსოვდეთ ნიჭი,ნიჭია და ეს ძალიან კარგია,მაგრამ ჭკუა და გონება და შრომისმოყვარეობა ყველაფერთან ერთად არის მთავარი და აუცილებელი.
roma
28 ოქტომბერი 2016 13:21
0
დღეის მდგომარეობით გრანდში მისაწვევი ფეხბურტელის მინიმალური ღირებულება 15-20 მილიონი ევროა, ხოლო ჯანოს სატრანსფერო ფასი, როგორც ცნობილია 3 მილიონის ფაეგლებშია. ამიტომ გრანდებზე საუბარი უადგილოა. რაც შეეხება საშუალო ევროპულ კლუბებს, მე როგორც ვიცი არცერთი ამ კლუბიდან ჯანოს სერიოზული მიწვევა არ ქონია (მხოლოდ ჭორის დონეზე საუბარი). ასე, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სპარტაკი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. წარმატებები ჯანოს.
nodo
28 ოქტომბერი 2016 13:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული