მისმა გუნდმა დრეზდენის "დინამომ" მე-11 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის ლიდერი ბრაუნშვეიგის "აინტრახტი" მიიღო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
დრეზდენელები მატჩის 52-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში სტეფან კუჩკეს ჰეთ-თრიქით გამარჯვება მაინც მოახერხეს. აკაკი გოგიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
11 ტურის შემდეგ დრეზდენის "დინამოს" 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე-მერვე ადგილებს "ფორტუნასთან" იყოფს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.