"ამბობენ, გიორგი ჭანტურია "ტერეკთან" იმიტომ შეცვალეს, რომ პენალტი გაიტანა..."

AutoSharing Option
რუსულ მედიაში გამოითქმის ეჭვი, რომ ქვეყნის ჩემპიონატის მე-12 ტურში, "ურალსა" და "ტერეკს" შორის გამართული მატჩი გარიგებული იყო. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში "ურალი" ანგარიშით 1:4 დამარცხდა, გიორგი ჭანტურიამ პენალტი გამოიმუშავა და თავადვე ზუსტად შეასრულა, მატჩის 33-ე წუთზე კი ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

- გიორგი ჭანტურიამ "ტერეკთან" გამომუშავებული პენალტი გოლად აქცია [VIDEO]

რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ჭანტურიას ტრავმა გამოგონილი იყო და ის მოედნიდან მხოლოდ იმიტომ გაიყვანეს, რომ პენალტი გაიტანა. ამ ვერსიის თანახმად, ჭანტურიას პენალტი არ უნდა გაეტანა...

ამ საკითხთან დაკავშირებით
Znak.com-მა "ურალის" პრეზიდენტ გრიგორი ივანოვთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ჭანტურიაცაა ნახსენები.

- კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა - გიორგი ჭანტურიას შეცვლა. ეს მომენტი ტრიბუნიდან ვნახე: ბურთი თავად მოიგერია და იმწამსვე შეცვლა ითხოვა. ასეთი ტკივილი აწუხებდა?
- ჭანტურიას შეცვლამდე მოედანზე ექიმები გამოვიდნენ. ექიმებმა უნდა ნახონ, რამდენად სერიოზულია დაზიანება. მწვრთნელმა ექიმებისგან ნიშანი მიიღო, რომ ჭანტურია მოედანზე შესასვლელად მზად იყო, მაგრამ შესვლიდან 2 წუთში გაუჭირდა და თამაში ვეღარ გაგრძელა, რის გამოც მოიგერია ბურთი.

ცხადია, ასეც უნდა მოქცეულიყო, რომ შეგვეცვალა ის. დიმკა კორობოვმა გახურება მაშინ დაიწყო, როცა ექიმი ჭანტურიას სინჯავდა.

- ეს კითხვა იმიტომ დაგისვით, რომ ეს ერთ-ერთი მომენტია, რის გამოც თამაშს გარიგებულად მიიჩნევენ. თვითონ შეცვლაც გაუგებარია. ამბობენ, ჭანტურია იმიტომ შეცვალეს, რომ პენალტი არ უნდა გაეტანაო...
- ეს ხომ მთლად სისულელეა! ვინ მოიფიქრა ასეთი რამ? ჭანტურიას ვუთხარით, პენალტი არ გაიტანოო? ეს რაღაა?
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჭანტურიას თამაშამდე დაურეკავს ძმაკაცებისთვის ხვალ ვაგებთ თამაშსო! ქართული ტოტალიზატორები აღარ იღებდენ ფსონს ამ თამაშზე.ასე რომ მარტო ჩვენთან არ ხდება ეგრე 100 გაყიდული იყო
guro
13:52 01-11-2016
0
იმედია პენალტის გატანისათვის არ დახვრიტავენ
zviadi
14:10 01-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული