აირჩიე ოქტომბრის თვის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი [VIDEO]

AutoSharing Option
Sportall.ge მკითხველს სთავაზობს ოქტომბრის თვის საუკეთესო ლეგიონერის 8 კანდიდატურას.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა 8 ლეგიონერი, რომელთაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი ოქტომბერში და არჩევანი თქვენთვის მოგვინდვია.

ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი)
24 წლის. 4 თამაში

ჯანო წინა თვეში უფრო ბრწყინავდა, თუმცა ოქტომბერშიც სტაბილური თამაშით გამოირჩეოდა. ის 4-დან 3 შემთხვევაში რუსეთის პრემიერლიგის ლიდერის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მათ შორის, ცსკა-სთან მნიშვნელოვან დერბიშიც.

გიორგი ქვილითაია ("რაპიდი", ავსტრია)
23 წლის. 5 თამაში, 1 გოლი, 1 პასი

ქვილითაიამ თასზე გაიტანა, შემდეგ კი "რაპიდის" სასტარტოში მოხვდა და
საგოლე პასიც გააკეთა.

ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი)
30 წლის. 2 თამაში

როგორც იქნა, ნაკრების კაპიტანი დაუბრუნდა საკლუბო ცხოვრებას. ჯაბამ ჯერ ერთი მატჩი გამართა "რეიმსის" დუბლებში, შემდეგ კი დერ ზაქარიანმა ის მთავარ გუნდში დააწინაურა. "ლანსთან" და "ლე ავრთან" მან შეუცვლელად და თითქმის უშეცდომოდ ითამაშა.

კანკავას თამაში "ლე ავრთან"
Sportall.Ge

ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი)
22 წლის. 4 თამაში, 2 გოლი, 1 პასი

გასული თვის გამარჯვებული, როგორც ფანების გამოკითხვით, ასევე რედაქციის აზრით, ამ თვეშიც კარგად თამაშობდა, ორი გოლიც გაიტანა და ბატე-სთან ერთად ნაადრევადაც იზეიმა ბელორუსის ჩემპიონობა.

გვილიას გოლი "ისლოჩის" კარში
Sportall.Ge

ბატე ჩემპიონობას ზეიმობს
Sportall.Ge

ნიკა კაჭარავა ("ეთნიკოსი", კვიპროსი)
22 წლის. 4 თამაში, 4 გოლი

კვიპროსულ გუნდში აქამდე ჩრდილში მყოფმა ქართველმა ფორვარდმა ერთბაშად იფეთქა და "კარმიოტისასთან" მატჩში პოკერი შეასრულა. სწორედ ამის გამო ის ჩვენს ნომინანტთა შორისაა.

კაჭარავას პოკერი "კარმიოტისას" კარში
Sportall.Ge

დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია)
23 წლის. 3 თამაში, 3 გოლი

"სილკებორგის" ფორვარდმა თავი "ვიბორგთან" საგარეო შეხვედრაში გამოიჩინა, როცა მეტოქის კარში ჰეთ თრიკი შეასრულა. ეს მის პროფესიულ კარიერაში პირველი ჰეთ თრიკი იყო.

სხირტლაძის ჰეთ თრიკი "ვიბორგთან"
Sportall.Ge

ირაკლი სირბილაძე (კპვ, ფინეთი)
34 წლის. 3 თამაში, 3 გოლი

ვეტერანმა ამ თვეში სამი მატჩი ითამაშა და ყველგან თითო გოლი გაიტანა. მან სეზონი ლიგაში ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე დაასრულა 15 გოლით.

გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი)
23 წლის. 5 თამაში, 1 გოლი, 1 პასი

"ტერეკთან" გოლი, "ტომთან" საგოლე პასი, კარგად შესრულებული პენალტი რუსეთის თასზე - ჭანტურია ნელ-ნელა მკვიდრდება "ურალში".

ჭანტურიას საგოლე პასი "ტომთან"
Sportall.Ge

ამ რვა ნომინანტის გარდა, აღვნიშნავთ თორნიკე ოქრიაშვილის (კრასნოდარი), ლაშა დვალის (შლიონსკი) და გიორგი ნავალოვსკის (ვერია) თამაშსაც.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საიტის მკითხველებმა საუკეთესოებად ვაკო გვილია, ჯანო ანანიძე და დავით სხირტლაძე დაასახელეს, ხოლო თავად საიტმა ვაკო გვილია, გიორგი ლორია და ჯანო ანანიძე გამოარჩია.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ - ვის მიიჩნევთ ოქტომბრის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული