საინტერესო დეტალები გიორგი ჯიქიასა და სფფ-ს შორის გამართული მოლაპარაკებებიდან

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებთან ერთად დოჰაში ემზადება
გიორგი ჯიქია
მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, "სპორტ-ექსპრესმა" მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, 7 ნოემბერს კი პერმის "ამკარის" წარმოშობით ქართველი მცველი რუსეთის ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა და გუნდთან ერთად დოჰაში გაფრინდა, სადაც 10 ნოემბერს ყატარს შეხვდება. ამის შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი გროზნოში რუმინეთს უმასპინძლებს...

"ნაკრების შეკრებაზე გამგზავრებამდე პერმელთა მცველმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან ყველა ორთაბრძოლა მოიგო და 11 გადაცემა ჩაჭრა. ის ცსკა-სთან შეხვედრაში საუკეთესო იყო", - წერს "სპორტ-ექსპერესი", რომელთან
ინტერვიუშიც ჯიქიამ თქვა, რომ რუსეთის მთავარ გუნდში თამაში სურს.

"ნაკრების შეკრებაზე სპეციალურად ცოტა ადრე მივედი, ეკიპირება რომ მიმეღო. როგორი შეგრძნებაა ქვეყნის მთავარ გუნდში ვარჯიში? ყველაფერი ჩინებულად არის და დადებით ემოციებში ვარ. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, მოედანზე დავამტკიცო, რომ ნაკრებში გამოძახების ღირსი ვარ", - ამბობს ჯიქია.

22 წლის მცველმა საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დამირეკეს და სურთ, რომ ეროვნულ გუნდში მიხილონ. თუმცა, რუსეთის ნაკრების შეკრებაზე მიმიწვიეს და მივედი. დიახ, იმიტომ, რომ რუსეთში თამაში მსურს. ამისთვის წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ ახლა შანსი მაქვს დავამტკიცო, რომ ამისთვის მზად ვარ".

სხვათა შორის, ჯიქიასა და ფეხბურთის ფედერაციის მოლაპარაკებაზე საინტერესო ამბები შევიტყვეთ. მოლაპარაკება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაიმართა, როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახლდათ. მასაც სურდა ჯიქიას ნაკრებში მიწვევა.

რუსეთში ქართველები საგანგებო მისიით გაემგზავრნენ და გიორგისაც შეხვდნენ. ამ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ "ლელოსთან" თქვა, რომ ჯიქია უბრალო, გულიანი და პატიოსანი ადამიანია. ფედერაციის შეთავაზებაზე ჯიქიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა და ფეხბურთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ მზად იყო.

მაგრამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ქართული პასპორტი საკლუბო კარიერაში პრობლემას შეუქმნიდა - რუსეთის პრემიერლიგაში ლეგიონერად ჩაითვლებოდა, რაც გუნდსაც არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააგდებდა და თავად მასაც. ანუ მაშინაც კი, როცა ჯიქიას რუსეთის ნაკრებში არ იწვევდნენ და ერთი შეხედვით, ასარჩევიც არაფერი ჰქონდა, ლეგიონერობის საკითხი აფიქრებდა. გაირკვა, რომ მას რუსი მენეჯერი ჰყავს და მოქალაქეობის შეცვლას კატეგორიულად სწორედ ის ეწინააღმდეგებოდა.

ჯიქიას სიფრთხილე გასაკვირი არც არის, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაშის თანხმობის შემთხვევაში, ის გრძნობდა საშიშროებას, რომ კლუბში ადგილს დაკარგავდა, სათამაშო პრაქტიკის პრობლემა შეექმნებოდა და ასეთი - საქართველოს ნაკრებსაც აღარ დასჭირდებოდა.

მისი დათანხმება ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ახალმა ხელმძღვანელებმაც სცადეს, ხშირი კავშირიც ჰქონდათ და ცდილობდნენ, სასურველი პასუხი მიეღოთ, მაგრამ ჯიქია ისევ ყოყმანობდა და ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირდა.

ნოემბრამდე მისი დაყაბულების ვარიანტი ის იყო, რომ ჯიქიას "ამკართან" კონტრაქტი ნახევარ წელიწადში უმთავრდება და ევროპაში გადასვლის შემთხვევაში, "ჯვაროსნებში" მისი ჩამოყვანა გაადვილდებოდა.

მაგრამ რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს და გიორგის საქართველოს ნაკრებში თამაში პრობლემური გახდა - ახლა ჯიქიას გამო დიდი აჟიოტაჟი ატყდა და მისით პრემიერლიგის ლიდერები დაინტერესდნენ.

სამწუხაროდ, ვითარება ასე შემოტრიალდა და ცხადია, ეს გულდასაწყვეტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
Msoflio chempionatze unda moxvedra rusetis nakrebtan ertad es gatvla akvs magram tu ver moxvda orivegan dakargavs nakrebshi tamashs
Beso
08 ნოემბერი 2016 16:05
0
Ras daobt mas imis imedi aqvsvmsoflio chempionatze vitamasheb rusetshio magram tu ver moxvda mere mixvdeba tavis danashaulsvrom samshobloverti tanashistvis gacvala
Beso
08 ნოემბერი 2016 16:02
0
Mokled ar mainteresebs garusebuli qartuli gvaris mqone adamianis bedi.nu adarebt samushaod casul qartvelebs mat deda samshoblo ukvart,jiqias da mis ojaxs ki ARAA.
Mikheili
08 ნოემბერი 2016 15:56
0
რაც არ უნდა რმერთმა არ მისცეს. რატომ გვაწუხებთ ამ კაცის ამბებით? არ არის ეს საჩვენო კაცი. სადც იქნება რმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ქართველად თუ არ მივიღებთ ნუ გვიწყენს.
რეზო
08 ნოემბერი 2016 15:52
0
სამსახურია ეს ტიპიური, ადრეც დავწერე უამრავი ხალხი მუშაობს რუსეთშიც და საზღვარგარეთ, ზოგი მოხუცს უვლის ზოგი რას აკეთებს, იგივე სიტუაციაა აქაც, ნუ იფხორებით
miriani
08 ნოემბერი 2016 15:33
0
იქ რო არ ათამაშებენ მერე მოადგება ჩვენს ნაკრებს. რას ეხვეწებით დაანებეთ თავი ეგ ქართველი არ არი რ უ ს ი ა ა ა ა და იყოს იქ
ლევანი
08 ნოემბერი 2016 15:32
0
ეს კაცი ოფიციალურ თამაშს ითამაშებს მხოლოდ 2 წლის შემდეგ -- მანამდე "ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი "
Kakha
08 ნოემბერი 2016 15:16
0
თავიდანვე ეტყობოდა რომ არ სურდა ჩვენ ნაკრებში თამაში, უბრალოდერიდებოდა პირდაპირ უარის თქმა და დროს წელავდა, არც გვინდა, დღეიდან ის რიგითი რუსი ფეხბურთელია და მისი მომავალიც ნაკლებად საინტერესოა
ალეკსანდრე
08 ნოემბერი 2016 14:58
0
არ გვჭირდება მშიშარა ადამიანები! ჯანოს და კვირკველიას მაგალითი გვაქვს თუ როგორ უნდა უყვარდეს ქართველ კაცს სამშობლო.ამას არ ყვარებია და ვსო.ამან ნაკრებში რა ჟიგარი უნდა დადოს.
parkina
08 ნოემბერი 2016 14:57
0
ახლა აქ იმიტომ შემოვედი, რომ დამეწერა აღარ გვაინტერესებს ეს გარუსებული ვითომ ქართველი და რა ვქნათ ახლა ჩვენ ვინც ამ საიტს ვკითხულობთ? შაბათს რაგბის ნაკებს აქვს თამაში დადეთ ინტერვიუები ვარჯიშის დეტალები გარჩევები რავიცი რამე. არ გვინდა ეს პანაშვიდები რა
ქარ
08 ნოემბერი 2016 14:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული