კახა ცხადაძე: ხვალინდელი ფინალი ჩემთვის და გუნდისთვის გამორჩეული მატჩია

AutoSharing Option
შაბათს ალმათიში ყაზახეთის თასის ფინალით საფეხბურთო სეზონი დასრულდება. ვიცე-ჩემპიონი "ქაირათი" ჩემპიონ "ასტანას" ხვდება.

"ქაირათის" თავკაცმა კახაბერ ცხადაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"დიახ, თასის ფინალი გამორჩეული მატჩია ჩემთვისაც და გუნდისთვისაც. ფინალში ქვეყნის ორი უძლიერესი გუნდი გავიდა, ამიტომ ძალიან საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა გველის. ამინდის მიუხედავად, მოედანი იდეალურ მდგომარეობაშია. ასე რომ, ფეხბურთელებს თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობების გამოვლენა შეეძლებათ.

არშავინი და ტიმოშუკი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და ხვალინდელ მატჩში მათი იმედი მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფეხბურთელებთან მუშაობა. გუნდში ერთი კი არა, რამდენიმე ლიდერი
უნდა იყოს. საბედნიეროდ, ჩვენთან ასეა.

რა თქმა უნდა, ფანები ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელიან. ჩვენი მიზანი კი ფეხბურთელების საუკეთესო კონდიციებამდე მიყვანაა".
მკითხველის კომენტარები / 2 /
Moigebs kaxa finals
Mindia
14:30 19-11-2016
0
გმერთმა ხელი მოგიმართოს კახა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული